Загрузка...

ჩაქვში მომხდარმა ავარიამ დღეს სრულიად საზოგადოება შეძრა.
დაღუპულები არიან 24 წლის მიმო ივანიაძე და მისი 6 თვის ტყუპი ქალიშვილი – სესილი და ნიაკო. ავარიის დროს დაშავდნენ ასევე ბავშვების დედა თეონა იაკობიძე და ბებია, რომლებიც გადარჩნენ და ბათუმის დედათა და ბავშვთა რეფელარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, ოჯახი ბათუმში ქორწილში იმყოფებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

Загрузка...