Загрузка...

“დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიების ზრდის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ აქციას.

მისივე განმარტებით, კანონმდებლები შეეცდებიან თუ ფინანსური შესაძლებლობა იქნება პენსია გაიზარდოს.
აქციის ორგანიზატორები პენსიის გაზრდას 250 ლარამდე ითხოვენ.
“დღეს პენსია

Загрузка...

საარსებო მინიმუმზე მეტია. რასაკვირველია, ეს საკმარისი არაა და ჩვენ მხოლოდ ვემხრობით, თუ გვექნება საშუალება გაიზარდოს პენსია. ჩვენი გაცხადებული გეგმები ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის, თუ ფასების ზრდის პარალელურად პენსიონერებისთვის პენსიები გაზრდილიყო. ეს მთავრობამ გაითვალისწინა და ველოდებით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული, საჯილდოო ქვადაა პენსიის ზრდა გადაქცეული, ახლა ყველას ეცოდინება, რამდენით გაეზრდება პენსია, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, “- განაცხადა ზოიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2018 წელს პენსია არ გაიზრდება.

ოპოზიცია უკმაყოფილოა, იმ ფაქტით, რომ 2018 წელს პენსიები არ გაიზრდება.
Загрузка...