Загрузка...

დღეს მინდა ყველას მოგიყვეთ რა ხდება ჩემს ოჯახში. ვგრძნობ, რომ ჩემი ქმარი მღალატობს. ის მუდმივად სამუშაოზეა და ტელეფონზე პაროლი უდევს. მისთვის დარეკვა არ შეიძლება, მხოლოდ შეტყობინების დატოვების უფლება მაქვს.

ის ამ ბოლო დროს ძალიან ნერვიული გახდა და ხშირად მეუხეშება. სექსის უკვე ძალიან იშვიათად გვაქვს (მე 31 წლის ვარ, ჩემი ქმარი კი 37 წლის). ჩემს კითხვებს გასაგებად არ პასუხობს და ყოველთვის დაკავებულია. ადრე მთელი დღე ერთად ვიყავით ხოლმე და ჩვენს შორის არ იყო არანაირი საიდუმლო, სექსიც ყოველდღე გვქონდა.

Загрузка...

ადრე საერთოდ არ მაკონტროლებდა ხოლმე, ახლა კი ყოველ ნაბიჭს მიკონტროლებს. დაბნეული ვარ. იქნებ ვინმემ რამე მირჩიოს. უკვე ორი წელია რაც ერთად ვართ და ორი ლამაზი ქალიშვილიც გვყავს. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო და როგორ უნდა ვიყო?!

Загрузка...