Загрузка...

,,აჩუ-აჩუ ცხენო,
საით გაგაჭენო”
******

ყველამ ვიცით ეს ლექსი და მისი გაგრძელება: ,,ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია.”
ალაზანი რა შუაშია? ან ბებერი ალაზანში ჩაკიდული?
ესეც პასუხი:

Загрузка...

,,ამ ლექსის მცოდნეთა 80 % ამბობს;
“ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია,
პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია”-ო.

ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან 

ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა – პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი?

სინამდვილეში, ლექსში ის ბებერი ა რ ა ზ ა ნ შ ი ა ჩაკიდული.
არაზანი – დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად.
აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბეეევრ პურს აცხობს (ცოტა პურის გამოსაცხობად არ ჩაანთებდნენ არაზანს!), მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, – “პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია”-ო.

იმედია, ამის მერე მაინც იტყვით ამ ლექსს სწორად და ბავშვებსაც ასევე ასწავლით.

წარმატებას გისურვებთ!”

სიახლეები გაგვიზიარა თამარ ბუკიამ.

მადლობა თამარ ბუკია
Загрузка...