Загрузка...

მამა ანთიმოზი სოციალურ ქსელში სტატუსსა და ფოტოს აქვეყნებს.

Загрузка...

„უმორჩილესად გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული მაკა. დღეს დილით ახალი სიცოცხლე დაბადა ამ ქვეყანაზე, თუმცა სამწუხაროდ თვითონ, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.
მხოლოდ ერთხელ შეძლო საკუთარი შვილის ხელში აყვანა, მხოლოდ წამები იყო ბედნიერი საკუთარ პატარასთან ერთად, საშინელი ტრაგედიაა.
როგორც გვითხრეს, ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა, სახეზე ღიმილი არასდროს უქრებოდა. ერთი სული ჰქონდა, დედა როდის გახდებოდა. დედა გახდა, მაგრამ ძალიან, ძალიან მცირე ხნით.
მაკა, მგალობელი იყო, რუსთავის ერთ-ერთ ტაძარში.ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული და დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა“, – წერს მოძღვარი და იქვე ფოტოს აქვეყნებს.

Загрузка...