Загрузка...

15 წლის გიორგი გორგაძე, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-4 სართულის აივანზე აძვრა და ჩამოვარდა, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ 15 წლის გიორგი გორგაძეს პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა.

Загрузка...

გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო ბავშვისთვის კარი… მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა არწმუნებდა, დედა მოვა მანამდე და დაველოდები, არ ახვიდეო, ახალგაზრდულმა სიმამაცემ და ჟინმა არ მოასვენა და მაინც აძვრა… რა და როგორ მოხდა, ახლაც უჭირთ ახსნა იმბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა – იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას… სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა…

გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა კომაში იყო და ექიმებიც და მშობლებიც სასწაულის მოლოდინში იყვნენ. შინაგანი ორგანოები გიორგის მწყობრში ჰქონდა, ძირითადი დაზიანება ტვინზე მოდიოდა. მან 3 თვე გაატარა საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლო.

Загрузка...