Загрузка...

მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის მალხაზ კობაურის საქმეზე ადგილობრივებისა და მწყემსების გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ გრძნობს და ბრალს არ აღიარებს.

Загрузка...

„შევხვდი და შევათანხმე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიცია. ის გარკვეულ მნიშვნელოვან გარემოებას ფლობს დაკავშირებით. თუმცა, ჯერჯერობით, საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებს. ის ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს, მისი ვერსია არის სხვა ბრალდების მხარისგან განსხვავებით“ – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულ პირს უვადო პატიმრობა ემუქრება.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს “112”-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ.

შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

Загрузка...