Загрузка...

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

დღეს ნუცუბიძეზე ტაქსი გავაჩერე. მძღოლი დამაკვირდა. მიცნო. გამომეცნაურა ლუხუმი ჰქვია, იმერელი კაცი პირველად ვნახე ასეთი სახელით.

“ისეთი ამბავი შემემთხვა,შეიძლება არ დაიჯერო”-დაიწყო მოყოლა, “აგერ შანხაისთან ირანელმა კაცმა გამაჩერა, ქალი ახლდა ჩადრიანი, დამტვრეული ქართულით მითხრა, ვაკის პარკთან მიმიყვანეო. ხუთ ლარად მოველაპარაკე, ჩაჯდნენ, ასე ორასი მეტრი გავიარე, უცბად მეუბნება გააჩერეო, გადავიდა, ვიღაც თავისიანი დაუნახავს, ცოტა ხანს დაელაპარაკა, თან ჩემსკენ გამოიხედა რამდენჯერმე დამცინავი გამომეტყველებით. ჩაჯდა, დავძარი, უცბათ მხარზე ხელი მომარტყა და მეუბნება- ორ წელიწადში ჩვენ თქვენზე მეტი ვიქნებითო.

Загрузка...

ყურებს არ დავუჯერე, ვიფიქრე, ცუდად იცის ქართული და სხვა რაღაცის თქმა უნდოდა.”ვინ თქვენ იქნებით ვიზე მეტი”-ვეკითხები. “ვინ და ჩონ ირანელები ვიქნებით თბილისში თქვენზე მეტი”- გამიმეორა.

ყელში ბურთი გამეჩხირა. რას ქვია მეტი იქნები, ჩემს მიწაზე რატო უნდა იყო შენ ჩემზე მეტი შენი ჯიში და ჯილაგი მეთქი და ის არის უნდა ჩავცხო თავში, რომ წინ ვაკის პარკთან პატრულის მანქანა დავინახე. გავჩერდი, ეტყობა, ისიც მიხვდა რატომაც და ისევ იმ დამცინავი სახით მეუბნება- ვიქნებით, ვიქნებითო.

ახლა კი დამიბნელდა თვალებში. გავაჩერე მანქანა და ჩავცხე და ჩავცხე თავში, ჩადრიანი ქალი აკივლდა. პატრულმა დაინახა სიტუაცია, მანქანასთან მოვარდნენ, აქ რა ხდებაო -მეკითხებიან . “რა ხდება და, თქვენზე მეტი ვიქნებით ორ წელიწადშიო, გამაგიჟა კაცი ამის ყიზილბაში ასე და ისე, დამიჭირეთ თუ გინდა, მაგრამ ამას ვერ მოვითმენდი”-ვეუბნები.
“რაო? დაგადებ ახლა აჰმედ,ბორკილებს და გაგამსევრებ აეროპორტში -დაუყვირა ირანელს პატრულმა.

ამასობაში ქალი ათლარიანს მაძლევს. “არ მინდა ფული, ერთი პანჩური ამომარტყმევინე ამ გარეწარზე, გადამრია კაცი”-შევეხვეწე პატრულს,
უარი მითხრა.

ძალიან გამიხარდა, რომ პატრული კაცურად მოიქცა, ის ირანელი კი გაკვირვებული გვიყურებდა,არ ელოდა თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა, ასე არიან განწყობილები”- დაამთავრა ამბის თხრობა ლუხუმმა.
“ქენით რამე თუ კაცი ხარ, იქნება რამე გაიგონ ამ ყრუებმა”- მეუბნება. “ასე უხმლოდ უნდა ჩავაბაროთ ამ ურჯულოებს ეს ქვეყანა, სირცხვილი არაა?”
სირცხვილია.
თუმცა ტერმინი “ურჯულო”არაზუსტად მიმაჩნია.
სანამ ამერიკელებმა არ უთხრეს ჩვენს ხელისუფლებას და საკითხზე ამერიკული პრესა არ ალაპარაკდა,ჩვენი ლიბერალიზმის ჭურში მჯდომი საზოგადოების ნაწილი აქეთ მოგვიტრიალდა და ჩვეული კრეტინული თავდაჯერებულობით ალარმიზმში გვადანაშაულებდა.
სასწრაფოდ და კომპლექსურად უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა. სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ არის“ – წერს სოსო მანჯავიძე.

Загрузка...