Загрузка...

ჟურნალი “სარკე” მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.

ნუცა ბუზალაძე: ვაღიარებ, ამბიციური ვარ, მაგრამ ჩემს ამბიციებს სხვებს არ ვახვევ თავზე. ამას, ვერავინ ამჩნევს. ეს ამბიციები, წარმატების მიღწევაში მეხმარება. როცა ადამიანს შენს თავთან გაქვს ამბიცია, ყველაფერს სხვანაირად აკეთებ. უფრო მეტი მოთხოვნა გიჩნდება საკუთარი თავის მიმართ და მეც ასე ვარ. ეს წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და იმედია, სულ ასეთი დატვირთული და აქტიური იქნება.

Загрузка...

– ამბობენ, რომ 21 წლის იუბილე საკმაოდ განსხვავებულად აღნიშნე უცხოეთში და იმაზეც ჭორაობენ, ნუცას დაბადების დღე დუბაიში მილიონერმა თაყვანისმცემელმა გადაუხადაო…
– მართალია, დაბადების დღე დუბაიში, მეგობრებთან ერთად, განსხვავებულად აღვნიშნე, მაგრამ მილიონერ თაყვანისმცემელს ნამდვილად არ გადაუხდია. ასეთი ჭორები რომ მესმის, იმიტომაც ვიკავებ თავს სოციალურ ქსელში ბევრი რამის დადებისგან. რამეს რომ დავდებ, ისეთი გამოხმაურება და ჭორები მოჰყვება ხოლმე, ლამის მეც დავიჯერო.

-მანქანა რომ გაჩუქა თაყვანისმცემელმა, ესეც ტყუილია?
– ესეც ტყუილია, რადგან მანქანა შარშან, თვითონ შევიძინე ჩემი მოგროვილი ფულით.

– ბოლო დროს, საკმაოდ შეიცვალე იმიჯი და სექსუალური გახდი. ეს შენ გადაწყვიტე თუ ვინმემ გირჩია, ასეთ სტილი გიხდებაო?
– ერთი და იგივე იმიჯი მწყინდება, მიყვარს ექსპერიმენტები. მოვირგე სექსუალური იმიჯი, ვიფიქრე, როგორ მომიხდება-მეთქი და მომეწონა. ის ასაკი აღარ მაქვს, პატარა არისო, თქვან. გავიზარდე და თუ სექსუალურად გამოვიყურები, რა პრობლემაა? შეიძლება, ჩემი სექსუალური იმიჯი ბევრს არ მოსწონს, ღიზიანდება, მაგრამ მე ვიხდენ.

– სოციალურ ქსელში დადე ფოტო ულამაზეს თაიგულთან ერთად, წარწერით: “უბედნიერესი გამხადა დღეს”. ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები და ვინ გაგაბედნიერა ასე?
– ჩემმა თაყვანისმცემელმა გამომიგზავნა ულამაზესი თაიგული, მაგრამ იმ ბიჭმა კი არ გამხადა ბედნიერი, არამედ იმ ულამაზესმა ყვავილებმა. დუბაიში რომ გადავიხადე დაბადების დღე და ფოტოები დავდე, მაშინაც იჭორავეს – მილიონერი კაცი მოიხიბლა ნუცათიო. არ შეიძლება, ჩემი დაბადების დღე თავად გადავიხადო და მეგობრებთან ერთად წავიდე, გავერთო და დავისვენო? ამისთვის მილიონერი თაყვანისმცემელია აუცილებელი? ან რატომ უნდა იყოს ის ადამიანი მილიონერი, ვინც მე შემიყვარებს, ვერ ვხდები. ძალიან მაღიზიანებს ასეთი ჭორაობა.

Загрузка...