Загрузка...

X კლასში ვიყავი, ჩემზე 2 წლით უფროს მეგობარ გოგონას რომ შეყვარებული ჰყავდა და გამუდმებით მასზე მიყვებოდა…
ჩუმჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს…
მაშინ ის დრო იყო, გოგო და ბიჭი ერთად რომ ვინმეს დაენახა, ომს გამოუცხადებდა გოგოს ოჯახი…
ჰოდა, ერთ საღამოს ასე შეხვდნენ და ღობეღობე და ბნელბნელი ქუჩებით მისეირნობდნენ და გოგოს ნათესავმა დაინახა…
აუუუ, პანიკაში ჩავარდა გოგო, ახლა მივა ჩვენებთან და ამბავს მიუტანს, მომკლავენ, სახლში რომ მივალო…
სხვა გზა არ იყო და ბიჭმა უთხრა,

– გავიპაროთ, ცოლად გამომყევი, რომ ჩხუბს გადარჩეო…
გოგომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა…
არაფრით გაჰყვა…
– მირჩევნია, მომკლან შინო.
ბიჭმა დაუჩოქა, ოღონდ გამომყევი, ცივ ნისვს არ მოგაკარებო…
ვერ დაითანხმა…
მეირე დღეს მეგობარმა ტირილით მომაკითხა სკოლაში და სლუკუნით მომიყვა ყველაფერს…
– რატომ არ გაყევი, ხომ გიყვარს-მეთქი და – გავყვებოდი, მაგრამ თავი მაქვს გასახმობი, ფეხები მქონდა გასაპარსი და მასე ხომ ვერ გავყვებოდიო?
მაშინ არც ის დრო იყო, შეყვარებულთან ისე ახლოს ყოფილიყავი, ამ თემაზე გელაპარაკა…
მოკლედ, ამ ბიჭს ვერც მიზეზი უთხრა, რატომ არ გაჰყვა და ისიც გაიბუტა და ერთ კვირაში დაქორწინდა სხვაზე…
ძლივს გადაიტანა ამ ჩემმა მეგობარმა ეს ამბავი, მაგრამ გავიდა დრო და მოუშუშდა იარა…
თუმცა, ჩვევად ექცა და ყოველ საღამოს იპარსავდა ფეხებს… მაგრამ ამაოდ…
გასათხოვარია დღესაც…
ბიჭს კი შვილიშვილები ჰყავს უკვე…
ჰოდა, ამ ბიჭმა ფეუსბუკზე მოძებნა ძველი შეყვარებული და კი ღუღუნებენ გემრიელად…
ახლა ის კაცი ცოლს ღალატობს და ეს ქალი – პრინციპებს და ბავშვის ყოლასაც აპირებენ…
პ.ს. რა ხშირად ხდება, როცა გაუმართლებელი სიყვარულის მონაწილენი წლების მერე პოულობენ ერთმანეთს…
ადამიანთა თითქმის 90% იქცევა ასე თურმე…
რისი ბრალია, ნეტავ?
მარი ჯაფარიძე

Загрузка...