Загрузка...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს!

28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. 28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს.

Загрузка...

აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +37, +39 გრადუსი დაფიქსირდება.

Загрузка...