Загрузка...

19 წლის მალხაზ კობაური, რომელსაც გამოძიება აშშ-ის მოქალაქეებისა და მათი შვილის მკვლელობას ედავება, წილკანის დევნილთა დასახლების მკვიდრია. ბრალდებული ხადას ხეობაში მწყემსად მუშაობდა.

კობაური ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციაში არიან მისი მშობლები და ადვოკატიც, რომელიც საქმის მასალებს ეცნობა.

Загрузка...

„კუნძზე თავს დავდებ და დავიფიცებ, რომ ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის. ჯერ ჩემ შვილს ვეძებდი, რა მოხდა-მეტქი, გავარკვიო, ხომ უნდა ვიცოდე ჩემი შვილისგან, რა მოხდა, შვილო შენ გააკეთე თუ არა ესა?“, – აცხადებს იორამ კობაური.

დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

Загрузка...