Загрузка...

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური აცხადებს, რომ ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები და მათი ოთხი წლის შვილი მას არ მოუკლავს და ისინი სხვა პირებმა დახოცეს. თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ მალხაზ კობაური ორ უცხოელზე მიანიშნებდა, თუმცა ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ის “უცხო ორი მამაკაცის” შესახებ საუბრობს.

„ისინი მე არ დამიხოცია, ისინი ორი, უცხო ორი მამაკაცი იყო და იმეებმა დახოცეს და დამამუქრნენ, რომ დედმამიშვილებს დამიხოცავდნენ და მაგიტო დავმალე“- აცხადებს მალხაზ კობაური.

Загрузка...

Загрузка...