Загрузка...

ექვსი წელია, რაც მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ. ცოლად რომ გავყევი, ჩემი დედამთილი საფრანგეთში დამხვდა სამუშაოდ წასული. სახლში მე, ქმარი, მამამთილი და პატარა მული ვცხოვრობდით.

სამი შვილი მიყოლებით ისე გავაჩინე, რომ სამსახურისთვის თავი არ დამინებებია. ბოლოს უკვე მუშაობა ვეღარ შევძელო და რეზომ დედამისს სთხოვა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და ბავშვების გაზრდაში დამხმარებოდა.

Загрузка...

დიდი ჩხუბის შემდეგ ქალბატონი მედეა საქართველოში დაბრუნდა. მე ძველებურად სამსახურში გავედი, ის კი ბავშვების გაზრდაში მეხმარებოდა. ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირაში შევატყვე, რომ ქმართან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა, რომ დედამთილ-მამამთილი საერთო სარეცელსაც არ იზიარებდნენ. თუმცა რა ჩემი საქმე იყო, ამაზე დიდად არ მიდარდია, მთავარია, ოჯახში ჩხუბი და არეულობა არ იყო.

ერთ დილას დედამთილმა ორი ბავშვი ბაღში წაიყვანა. მესამესთან კი ძიძა დარჩა. იმ დღეს სამსახურში დამაგვინდა და ვიფიქრე, ბარემ შესვენების შემდეგ მივიდოდი და სახლის დალაგება დავიწყე.

დედამთილის ოთახში ლოგინის დასალაგებლად შევედი. ხშირად ტოვებდა აშლილს, ამის გამო ძიძის ძალიან მრცხვენოდა. ბალიშის გასწორების დროს ხელი მოულოდნელად რაღაც ნივთზე მომიხვდა, ინტერესის გამო ბოლომდე ავწიე და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიბრატორი აღმოვაჩინე.

სამი ღამე არ მეძინა, არ ვიცი, მეუღლეს როგორ ვუთხრა ამის შესახებ. ალბათ ბევრი იტყვის, რა ჩემი საქმეა, დედამთილს რაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ სწორედ იმ საწოლში უწევს ჩემი ოთხი წლის გოგონა, რომელიც ბებიასთან ძილზე გიჟდება.

Загрузка...