Загрузка...

ბავშვზე ზრუნვის ორგანოებმა დედის ასეთი ქმედება სისასტიკედ მიიჩნიეს და შესაბამის ზომებს მიმართეს.

ბრიტანეთის გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ქალაქ სუონსში მცხოვრებ ქალბატონს ბავშვზე ზრუნვის ორგანოებმა მშობლის უფლება ჩამოართვეს. მიზეზი – ქალმა 8 წლის შვილს ნაყინი არ უყიდა.

Загрузка...

„სისასტიკის მსხვერპლი“ თავდაპირველად, ბავშვთა თავშესაფარში, შემდეგ კი მიმღებ ოჯახში გადაიყვანეს.

დედამ შვილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ დედის მხარე დაიჭირა, ბავშვზე ზრუნვის ორგანოს თანამშრომლებმა ბავშვის დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
მათი თქმით, დედამ შვილის თხოვნა სხვა დროსაც არ გაითვალისწინა. მაგალითად, უარი თქვა შვილისთვის იმ ვარცხნილობის გაკეთებაზე, რომელიც მას სურდა, თუმცა მოსამართლე ჯასტის მოსტისმა სოცმუშაკების პრეტენზიები დაუსაბუთებლად და უგუნურად მიიჩნია და ბავშვის დედისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბრალდების მხარემ თავისი პოზიცია 44 გვერდზე ჩამოაყალიბა, თუმცა ვერცერთი საფუძვლიანი არგუმენტი ვერ წარმოადგინა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ დედა შვილს სასტიკად ეპყრობოდა. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში სწორედ ბავშვზე ზრუნვის ორგანოებმა ჩააგდეს და არა დედამ. ასე რომ, ის დედას უნდა დაუბრუნდეს“, – განაცხადა მოსამართლემ.

წყარო: funtime

Загрузка...