Загрузка...

დედაჩემს არასდროს უთქვამს ცოლიან კაცებს ერიდეო. არც 15 წლამდე და არც მერე. საერთოდ დედაჩემი ბიჭებზე არ მელაპარაკებოდა, მაქსიმუმ ეთქვა რომ ბიჭური სიარულის მანერა მაქვს. ჩემი და ჯერ 8 წლის არის, ამიტომ არც უცოლო და არც ცოლიან კაცებზე აქვს საკუთარი შეხედულება, რომელსაც გამიზიარებს და ჭკუას დამარიგებს.

დარწმუნებული ვარ დაქალები რომ მყავდნენ ისინი მეტყოდნენ, კაცს სადაც გინდა იქ შეხედე, მთავარია ჩვენი კაცი არ იყოსო.

Загрузка...

მიუხედავად ამისა, მე მაინც მესმის რა სჭირთ ასეთი საშინელი ცოლიან კაცებს. და აქ არც ქალურ სოლიდარობას ჩავრთავ, და არც უბიწოების და უმანკოების ფრქვევას შევუდგები.

ჩვენ ქართველი ქალები, ძირითადად იმ სტერეოტიპით აღვიზარდეთ, [სახლში, ბაღში, სკოლაში, ტელევიზორში, უბანში] რომ ცოლი ეს არის ცუდი გარეგნობის მქონე თავწაკრული დიასახლისი, უამრავი პრობლემით და იატაკის საწმენდი ჯოხით ხელში, ხოლო საყვარელი, ეს არის ლამაზი, უდარდელი, სექსუალურ თეთრეულში გამოწყობილი ქალი გახსნილი პრეზერვატივით ხელში.
ანუ გვქონდა ცოლის და საყვარლის განმასხვავებელი ორი ხაზი: სექსი და პასუხისმგებლობა.

მერე დგება მომენტი, როცა გოგონა იზრდება და ირჩევს ერთ-ერთ როლს, ჩამოთვლილთაგან. ერთ მხარს [ჰორმონალურად] სილამაზე და სასურველობა დგას, მეორე მხარეს [ეროვნულად] სიწმინდე და ოჯახი.

თუმცა ის, ვინც გათავისუფლდა ამ სტერეოტიპისგან, ახერხებს იყოს კარგი გარეგნობის სექსუალურ თეთრეულში გამოწყობილი ცოლი, ხოლო დღისით ბავშვებს აკოცოს “იმ ტუჩებით”.

და ასევე ისინიც, ვისაც ცოლიან კაცებში ნაკლები პასუხისმგებლობა ხიბლავთ, ახერხებენ ჰქონდეთ ღია ანუ თავისუფალი ურთიერთობები, უცოლო კაცებთან.

ასე რომ მოწოდება: გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან.

ცოლიან კაცებთან ურთიერთობის მდედრი მხარე ჩამოვიტოვეთ, მამრ მხარეს რაც შეეხება. ღალატი, მორალი, ეთიკა, ბავშვები, კურიოზი ჩემი ცხოვრებიდან და ა.შ. მგონია ზედმეტია. საქმე ადამიანის შინაგან კომფორტს ეხება და არა ზემოთჩამოთვლილ სიტყვებს. შინაგან კომფორტს კი იწვევს გულწრფელობის ის ხარისხი, რაც ურთიერთობებში გაქვს.

ასე რომ მოწოდება ნომერი ორი: იყავით გულწრფელები.

Загрузка...