Загрузка...

ემიგრანტი სოფო იაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

–მა დედა სად არის?
—დედა ჩვენთან არის ჩემო პატარა.
–ჩვენთან თუ არის რატომ ვერ ვხედავ?! რატომ მემალება? არ ვუყვარვარ, გავაბრაზე, ნაწყენია ჩემზე და არ მენახება?
—არა ჩემო პრინცესა, დედა ჩვენს გულებშია და სულ ასე იქნება, ის შენ როგორ გაგიბრაზდება როცა ძალიან უყვარხარ.
–გამოვიდეს რა ჩვენი გულიდან და მნახოს, მინდა დავინახო მოვეფერო, ჩემზე ნაწყენი თუ არის ბოდიშს მოვუხდი და მაპატიებს ჩემი დედიკო.
— დედიკო ზეცაშია ვერ მოვა ჩვენთან არ შეუძლია.
—ჩვენ მივიდეთ რა მამიკო და წამოვიყვანოთ.
—არა ჩემო პატარა, ჯერ შენ პატარა ხარ უნდა გაიზარდო, ისწავლო, შვილბი გეყოლოს მერე კი როცა მოვა მაგის დრო მე დამიძახებს და მე წავალ.

Загрузка...

–მალე დაგიძახოს რა იქ მარტო თუ არის ცოდვაა ჩემი დედიკო ალბათ ძალიან ვენატრებით.
–ის სულ გვხედავს ჩვენ აი ახლაც გვისმენს რომ ტიქტიკებ და იღიმის, ჩემი გოგო გაიზარდა უკვე ლაპარაკიც ისწავლაო ფიქრობს. უთხარი თუ გინდა რაიმეს თქმა და ის გაიგებს.

—ჩემო დედიკო მენატრები ძალიან, მინდა სულ ჩემს გვერდით იყო. ცოდოა მამიკო მარტო რომ დატოვე. ეს მივლის, საჭმელს მიკეთებს, ზღაპარს მიყვება. იცი რა სასაცილოა როცა ზღაპარს მიყვება? მე მასწრებს დაძინებას, მერე მე გამოვეპარები და ვთამაშობ, ამას კი ძინავს. მინდა შენ წამიყვანო დილით ბაღში, საღამოს კი მამიკომ მომაკითხოს. მოდი რა მალე. მე და მამიკო სულ მარტო ვართ სახლში. ზოგჯერ მოწყენილია, ალბათ, მასაც ენატრები ჩემსავით. იცი? ძალიან მიდა დედიკოს გაკეთებული სუპი ერთხელ მაინც გავსინჯო, მეთამაშოს, თუ გაწყენინე დე მაპატიე რა და დაბრუნდი სახლში, არ მინდა ასე შორიდან რომ მიყურებ ახლოს მინდა მყავდე მოგეფერო. ნიასთან რომ გავდივარ მისი დედიკოს პომადებს ვისმევთ, ქუსლებიან ფეხსაცმელბს ვიცმევთ, იცინის მერე ნიას დედიკო და გვეფერება. იცი? რამდენჯერ მიფიქრია მეც მეფერებოდეს ახლა ჩემი დედიკო-თქო და ვბრაზდები შენზე რომ არ მოდიხარ. მამიკო სულ მანახებს შენს ფოტოებს და მე არსად არ ვარ შენს გვერდით. ერთი ფოტო გვაქვს და დიდი მუცლი გაქვს დედიკო. მამამ მითხრა აქ ხარ შენო. მე ვიცინე და ვიცინე, როგორ ვიქნებოდი იქ, არ ვჩანვარ.

—დაიძინე ახლა ჩემო პატარა. დედამ ყურში ჩამჩურჩულა დაიძინოს ჩემმა პრინცესამსო და აკოცე ჩემს მაგივრადო. ხვალ ყვავილები ვიყიდოთ და მივიდეთ დედას სამუდამო განსასვენებელზე.
პატარა ჩაეხუტა მამას და სიმღერა სთხოვა. — მა მიმღერე რა “დედაზე ტკბილი”.
ექიმებმა აუკრძალეს შვილის გაჩენა ქალს, რისკის ქვეშ აყენებ შენს სიცოცხლეს ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ დატკბი იმით, რაც გარგუნა უფალმა.

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავდ ქალმა მაინც გააჩინა შვილი და მხოლოდ ერთხელ შესძლო მოფერებოდა თავის პატარას. მეუღლეს გაუფრთხილდი ჩემ საჩუქარსო დაუბარა. მეუღლემაც პირობა მისცა მის ადგილს არავინ დაიკავებდა არასოდეს და მათ შვილს ეცოდინებოდა როგორი ძლიერი დედა ჰყავდა.

Загрузка...