Загрузка...

ერთი მეგრელი გოგონა გავიცანი. თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო, იდეალურად ვუგებდით ერთმანეთს, საერთო შეხედულებები, ინტერესები და სურვილები გვქონდა. გარკვეული პერიოდი ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთხელაც, მორიგი შეხვედრისას მას გავუზიარე ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ჩვენს ერთად გადასვლას და თანაცხოვრების დაწყებას , რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა ქორწინება, თუ მას არ ენდომებოდა, აი ასე , უბრალოდ გადავიდოდით ერთად და ყოველგვარი ვალდებულებების და ოფიციალური მხარეების გარეშე დავტკბებოდით ერთად ყოფნით.

 

Загрузка...

მისგან თანხმობა მივიღე , რამაც ძალიან გამახარა. სამსახური ორივეს გვქონდა და ერთხმად გადავწყვიტეთ ბინის ქირის ფულიც გაგვეყო და ისე გადაგვეხადა, რაც უფრო გაგვიადვილებდა ეკონომიური საკითხების მოგვარებას. გავიდა დრო. . . მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გავიგე , ისიც სრულიად შემთხვევით , რომ ეს ბინა ჩემი მეგობარი გოგონასი ყოფილა…ამბის დასასრულს ალბათ თქვენც კარგად მიხვდებით . . . .

Загрузка...