Загрузка...

ერთი ძველი, კარგი შეგონება გამიგია: “ნურასოდეს გაასესხებ ფულს მეგობარზე, იმიტომ რომ, ვალთან ერთად იკარგება მეგობრობაც”. თუმცა, ადამიანებს მაინც გააჩნიათ ერთმანეთის დახმარების სურვილი და ვის თუ არა მეგობარს უნდა გაუმართოს კაცმა რთულ სიტუაციაში ხელი. მაგრამ მეგობარიც არის და მეგობარიც… მოდი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განვიხილოთ, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ფინანსების მიმართ და რომელ ნიშანს ჯობია ვასესხოთ ფული ან არ ვასესხოთ საერთოდ.

Загрузка...

ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბდებული ხალხი, ფულს როგორი სისწრაფითაც ხარჯავს იგივე სისწრაფით შოულობს. შესაბამისად, ვერძისთვის ფულის სესხება საშიში არ არის, იმიტომ რომ, რაც არ უნდა კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებოდეს, ვერძი ყოველთვის მონახავს გამოსავალს და ფულის შოვნის ახალ გზებს მოიძიებს. სამაგიეროდ, თავადაც დიდსულოვნად მოგცემთ თანხას, თუკი ამის საჭიროება დადგა თქვენს ცხოვრებაში

კურო – კურო მიწის ნიშანია, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ კუროებს ფული ძალიან უყვართ. შესაბამისად, მის გასესხებას საკმაოდ რთულად წყვეტენ და მხოლოდ იმ ადამიანებს უმართავენ ხელს, ვინც მათი ძალიან ახლო მეგობარია. ნუ ესესხებით ფულს კუროს, თუკი ვალის მალე დაბრუნების ალბათობა თქვენთვის სათუოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მხრიდან ნდობას და პატივისცემას დაკარგავთ. თავად კურო იშვიათად იღებს ვალს და თუ მაინც უწევს ასე მოქცევა, თანხას ყოველთვის დროულად ან წინსწრებით უბრუნებს მევალეს.

ტყუპი – ამ ადამიანებს ფულთან საკმაოდ თავისუფალი და ზედაპირული დამოკიდებულება გააჩნიათ. ტიპური ტყუპი ძალიან ხელგაშლილი და გულუხვია, როცა საქმე მეგობრების ფინანსურ საჭიროებას ეხება, ამიტომ თანხას იგი უპრობლემოდ გასცემს, თუ, რა თქმა უნდა, მას ეს თანხა გააჩნია (როგორც წესი, ტყუპი ნებისმიერი სიდიდის თანხას წამის მეასედში უხერხებენ “კონფისკაციას”). თუმცა, იგივეს იმედი აქვს მეგობრების მხრიდანაც და ვალები ნებისმიერ ტყუპს საკმარისზე მეტი აქვს.

კირჩხიბი – უდავო ფაქტია, კირჩხიბს ფული უყვარს! შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი უყვარს. იმიტომ რომ ფული მისთვის ემოციური სიმშვიდის გარანტიაა. აქედან გამომდინარე, კირჩხიბების დიდი ნაწილი ფულს სესხად იშვიათად და ძალიან უხალისოდ გასცემს. თუ მაინც უწევს მას ამის გაკეთება, დარწმუნდებული უნდა იყოს იმაში, რომ მისი ფული საიმედო ხელშია და ვალს დროულად დაუბრუნებენ. თავად კირჩხიბს კი ვალის აღების ცეცხლივით ეშინია. ამიტომ როცა იგი წუწუნს იწყებს ფინანსური კრიზისის დადგომის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ “შავი დღისთვის” გადანახულ დანაზოგზე უწევს გადასვლა, რომელიც მისთვის ხელშეუხებელი თანხაა.

ლომი – ლომი ბუნებით გულუხვი და ფუფუნების მოყვარული ნატურაა. ამიტომ თუ მას შემოსავალი ვერ უწყობს ხელს იმაში, რომ თავი მეფედ იგრძნოს იგი უპრობლემოდ იღებს ვალებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ლომების დიდ ნაწილს, მთელი ცხოვრების მანძილზე გააჩნიათ სხვადასხვა სახის კრედიტი და მევალეების დიდი ნუსხა. თუმცა ფულის გასესხების შემთხვევაში თავად ლომი ძალიან გულუხვი და ხელგაშლილია, მას შეუძლია ნასესხები თანხაც კი დაახარჯოს სხვას, თუ ჩათვლის, რომ ეს უკანასკნელი მისგან დახმარებას და თანადგომას საჭიროებს.

ქალწული – აი, თუ ვინმეს სასტიკად არ უყვარს ფულის გასესხება და ვალები ეს ქალწულია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, ფინანსებთან მიმართებაში ძალიან ფრთხილი, ხელმომჭირნე და წინდახედული ხალხია. ქალწული დიდი მესაკუთრეა, ამიტომ ქონებას, რომელსაც იგი მუყაითი შრომით აგროვებს, არავითარ შემთხვევაში არ გაატანს ქარს. შესაბამისად, ფული რომლის შოვნაზეც დიდი გარჯა უწევს, გასასესხებლად ყოველთვის ენანება. აქედან გამომდინარე, მას ძალზე ცოტა მევალე ჰყავს, თუ მაინც ისე მოხდა, რომ ქალწულმა ფული გაასესხა, აუცილებლად დააწესებს მონიტორინგს მევალეზე მანამ სანამ ეს უკანასნკნელი ვალს სრულად არ დაუბრუნებს. თავად ქალწული, ფულს იშვიათად სესხულობს. მას შესაძლებლობის ფარგლებში მცხოვრები ხალხი უყვარს, რომელთა რიცხვსაც თავადვე განეკუთვნება.

სასწორი 
– ბუნებით ლოიალური, მერყევი და ცვალებადი ნიშანია. დიდი ფულის პატრონები სასწორის ნიშნით დაბადებული ხალხი იშვიათად ხდებიან. თუმცა მის გასესხებას მაინც არ ეკიდებიან განსაკუთრებული ენთუზიაზმით. მიუხედავად ამისა, თუკი მეგობარს სჭირდება მისგან ხელის გამართვა სასწორი მისთვის მახასიათებელ სამართლიანობის პრინციპს მაინც არ უღალატებს და ამ უკანასკნელს დაეხმარება. თუმცა გაცემული თანხის მოთხოვნა და წუწუნი სამომავლოდ მას ნაკლებად ახასიათებს ან უბრალოდ ერიდება.

მორიელი – მორიელები ბუნებით მაქსიმალისტები არიან. თუმცა, ფინანსურ საკითხში ნებისმიერი მორიელი ძალზე ფრთხილი და წინდახედულია. მით უმეტეს, როცა საქმე საკუთარი შრომით გამომუშავებულ რესურსს ეხება. თუმცა, მორიელებს ზოგჯერ ფულთან არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაც ახასიათებთ. ამიტომ იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მორიელს ამა თუ იმ ადამიანთან, შეიძლება ვარაუდი რამდენად ხელგაშლილი იქნება იგი ამ უკანასკნელის მიმართ ფინანსური კუთხით. ვალები მორიელებს არ უყვართ, თუმცა ხშირად ბევრი მათგანი ვერ უძლებს ცდუნებას ფული სარისკო საქმიანობით იშოვნოს – მათ შორისაა აზარტული თამაშები, ლატარია ან კონტრაბანდული ბიზნესი.

მშვილდოსანი – ყველაზე ხელგაშლილი და გულუხვი ნიშანია მთელ ზოდიაქოს შორის. ამ ხალხს ფულთან ყოველთვის არასერიოზული და საკმაოდ ზედაპირული დამოკიდებულება გააჩნია. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ მშვილდოსნის მმართველი პლანეტა იუპიტერი ზოგადად წარმატების მომტან პლანეტადაა მიჩნეული. შესაბამისად, მისი გავლენით მშვილდოსნებს ხშირად უმართლებთ ფინანსური კუთხით. ამიტომ ფულის (თანაც საკმაოდ სოლიდური თანხის) სესხად გაცემა ზოგჯერ სრულიად უცნობ ადამიანზე, ტიპური მშვილდოსნითვის სავსებით დამახასიათებელი საქციელია. თუმცა, იმავენაირ დამოკიდებულებას ითხოვს მშვილდოსანი მაშინ, როცა იგი პირიქით სესხულობს თანხას სხვისგან. მას შესაძლოა დაავიწყდეს თქვენი ვალი და ძალიან გაუკვირდეს, თუკი დაბრუნების აუცილებლობას შეახსენებთ.

თხის რქა – მიწის სტიქიის დანარჩენი ორი ნიშნის, – კუროსა და ქალწულის მსგავსად თხის რქაც ძალზე წინდახედული და დაკვირვებულია ფინანსებთან მიმართებაში. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, არ უყვართ ფულის გასესხება; მით უმეტეს, თუკი საქმე დიდი ოდენობის თანხას ეხება. თხის რქა აუცილებლად შეიკავებს თავს ამ კუთხით. შესაბამისად, იგი იშვიათად იღებს ვალებს და თუკი ამის აუცილებლობა მაინც უდგას ცხოვრებაში, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფული დათქმულ დროზე ადრე დაუბრუნოს მევალეს.

მერწყული – მერწყულებს, მიუხედავად საკუთარი ჰუმანური ბუნებისა, ვალების ცეცხლივით ეშინიათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენელი სიამოვნებით დაახარჯავს ფულს სამეგობროს, გაუწევს დახმარებას სოციალური თუ ეკონომიკური კუთხით ან უბრალოდ აჩუქებს ფულს, მაგრამ როცა საქმე ვალს შეეხება, ურჩევნია, თავი შეიკავოს ამ მხრივ. თუ მაინც გასცემს მერწყული ფულს ვალის სახით, მისი ნდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ თანხა მევალემ დროულად დაუბრუნოს. იგი არც დაიბოღმება და არც გაბრაზდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაცემული ფინანსები მევალემ ქარს გაატანა, მაგრამ სამომავლოდ ნაკლებად ენდობა ამ ადამიანს. მარტოოდენ იმ მიზეზით, რომ მას სიტყვის გატეხისკენ ახასიათებს მიდრეკილება. საქმე ფულში კი არა, ადამიანური ურთიერთობის ნიუანსებშია ამ მხრივ.

თევზები – რბილი, თანამგრძნობი და ხათრიანი ხასიათის გამო ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, არათუ ფინანსური კუთხით ზოგადადაც უჭირთ ცხოვრებაში თქვან კატეგორიული – “არა”. აქედან გამომდინარე, ტიპური თევზი თანხის ვალად გაცემაზე ხშირად თანხმდება; თანაც, განუსაზღვრელი ვადით, იმიტომ რომ ხათრიანობის გამო შემდგომში ძალიან უჭირს მევალეს თანხის უკან დაბრუნებაზე ჩამოუგდოს სიტყვა. საპირისპირო სიტუაციაში კი, როცა თავად ესაჭიროებათ მეგობრებისგან ხელის გამართვა ფინანსური კუთხით, თევზებს ხშირად ეძნელებათ დახმარების თხოვნა.

Загрузка...