Загрузка...

ის რომ ჩვენს ქვეყანში დასაქმებული ადამიანებიც კი ვერ ახერხებენ სრულფასოვნად ოჯახის უზრუნველყოფას საიდუმლო არავისთვისაა. არც ის აღარ გვიკვირს, როდესაც რამდენიმე ადგილას მომუშავე ადამიანს ვხედავთ. მსახიობი გიორგი ყიფშიძე მათთაგანია, ვინც ზაფხულში დასვენები ნაცვლად მუშაობას გეგმავს. ამ ყველაფრის თაობაზე ის სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს: “ვეძებ სამუშაოს საზაფხულოდ!!! ვარ მსახიობი. მოყვარული ბარმენი მრავალწლიანი სტაჟით. ველი შემოთავაზებებს”.

ეს ყველაფერი ხუმრობა არ გეგონოთ, თუ ფოტოს კომენტარებს გადახედავთ ცალსახაა, რომ მსახიობს ზაფხულში მუშაობა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი.image

Загрузка...

ორიოდე თვის წინ, როდესაც კულტურის სამინისტრომ ქართულ თეატრებს დაფინანსება შეუმცირა გიორგი სოციალურ ქსელში წერდა: “მსახიობებმა მომწერეთ!! ვინც ხართ თანამოაზრეები! იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ. ყველამ თავიანთი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენს მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს… არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას. ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით”.

Загрузка...