Загрузка...

ჩემი შეყვარებული სახლში ერთი წლის წინ მივიყვანე რათა ჩემი ოჯახისთვის გამეცნო. სახლში დედასთან და მამასთან ერთად ბაბუაც ცხოვრობს. ლამაზი ფერხორციანი გოგოა და გამომწვევად ჩაცმა უყვარს და იმ დრესაც ძალიან გამოიპრანჭა და ისე წამოვიდა. როდესაც სახლში შევიყვანე ბაბუაჩემი თვალს არ აშორებდა, ალბათ ახალგაზრდობა გაახსენდა რუსეთში რო დადიოდა. ამიტომ თვითონაც არაკომფორტულად იგრძნო თავი და ჩემთან სახლში აღარ მიმიყვანია.

ამის შემდეგ რამდენჯერმე შევამჩნიე რომ მამაჩემი ჩემს გოგოს ურეკავდა. თავიდან ვითომ ჩემს მოსაკითხად, შემდეგ კი შეხვედრაც სთხოვა. ამაზე მთლად გადავირიე, მეთქი ცოლიანი კაცი რეებს კადრულობსთქო, მითუმეტეს ჩემი შეყვარებული და საცოლე იყო. თავიდან გავაფრთხილე და შემდეგ დედასთან მივედი და ვუთხარი შენი ქმარი ცოტა გააკონტროლეთქო.

Загрузка...

თურმე დედაჩემის ლაპარაკი არ მოსწონებია და გაშორდა და 30 წლის ნაშენი ოჯახი დაანგრია. ამის შემდეგ ისევ არ წყდებოდა ზარები და სასიყვარულო მესიჯები ტელეფონზე. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა, მამაა და ხო არ მოვკლავ. მირჩიეთ რამე რა გავაკეთო. გოგოს გამო არ მინდა მშობლებთან ურთიერთობის გაფუჭება.

Загрузка...