Загрузка...

საბერძნეთში მყოფი ქართველი ქალი გარდაიცვალა. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, რუსუდან ბერიძე საწოლში გარდაცვლილი აღმოაჩინა ადამიანმა, ვისაც თავად უვლიდა.,,ჩვენი რუსო ბერიძე-ჩიხრაძე აღარ გვყავს! საყვარელი, თბილი იუმორით სავსე გოგო, თურმე რამდენ დარდს იტევდა გულში და ვერ გაუძლო მისმა თბილმა გულმა! რუსო მისმა პაპამ ნახა საწოლში გარდაცვლილი. მენანები, საყვარელო, ნათელი დაგადგეს.
რამდენი ემიგრანტი გავაცილოთ აქედან ცრემლით, რამდენი?! რუსო, ნათელი შენს ხსოვნას, საყვარელო. გემშვიდობებით ათენის ემიგრანტები და სრულიად საემიგრანტო. არ გინდოდა უცხო მიწაზე სიკვდილი და მაინც ეს ბედი გეწია, დაო!”, – წერს მარინა წერეთელი.

Загрузка...