Загрузка...

1. სასწორი – თქვენ პირველ ადგილს იკავებთ. ყველაზე სასიამოვნო და კეთილი ადამიანი ხართ. შეგწევთ ძალა, ადამიანებს მოუტანოთ ბედნიერება. სხვის კეთილდღეობას საკუთარ ბედნიერებაზე წინ აყენებთ. მშვიდობისა და სამართლიანობისმოყვარულები ხართ. ჩხუბში არასოდეს ერთვებით. თქვენი ცხოვრება დალაგებული და დაბალანსებულია და გარშემომყოფთათვისაც ჰარმონიულ გარემოს ქმნით.

2. თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მეორე ადგილს იკავებენ. ძალიან მგრძნობიარე ნატურის ადამიანები ხართ, გიყვართ სხვისი დახმარების გაწევა. არ გიყვართ ჭორაობა. როცა ვინმე ჭორაობს, მას არ უსმენთ და უბრალოდ მიდიხართ. თქვენი კეთილშობილების გამო სასიამოვნო ადამიანი ხართ.

Загрузка...

3. კურო – როცა კუროს რამე არ მოსწონს, მას შეუძლია გარშემო ყველაფერი გაანადგუროს და დაანგრიოს, თუმცა მიუხედავად ამისა, მას სხვა იმდენად კარგი თვისებები აქვს, რომ ასტროლოგები მესამე ადგილს ანიჭებენ. არიან ძალიან მგრძნობიარეები, იშვიათად აკრიტიკებენ სხვებს. გამოირჩევიან თბილი გულით, თუმცა აქვს გარკვეული საზღვრები, რომლებსაც არავინ არ უნდა გადააბიჯოს, თორემ ის უსასტიკესად გადაიქცევა.

4. მერწყული – მერწყულები კეთილები და მეგობრულები არიან. მათ არ უყვართ სასტიკი და უხეში ადამიანები. ის თქვენ მიმართ ტოლერანტული ვერ იქნება, თუ მსგავსი თვისებები შეგნიშნათ. რეიტინგში მერწყულები მეოთხე ადგილს იკავებენ.

5. მშვილდოსანი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები სულსწრაფები, მოუთმენლები და მოუსვენრები არიან. იშვიათად ავლენენ აგრესიას და მტრულ დამოკიდებულებას. მშვილდოსნები სასიამოვნო ადამიანები არიან, მაგრამ თუ ვინმე არ მოეწონათ მათ მიმართ სასტიკები ხდებიან. ამიტომაც, ასტროლოგები მათ სიაში მეხუთე ადგილს ანიჭებენ.

6. ტყუპები – როგორც წესი, ისინი სასიამოვნო და მარტივად საურთიერთობო ადამიანები არიან, თუმცა უარყოფითი მხარეც აქვთ. ძალიან უყვართ ჭორაობა და ინტრიგები. შავი იუმორით გამოირჩევიან და თავიანთი სიტყვებით ადამიანებს ხშირად გულს სტკენენ.

7. კირჩხიბი – თუ მოინდომეს, შეუძლიათ სასიამოვნო ადამიანები იყონ, ხოლო როცა სჭირდებათ სასტიკებიც არიან. საერთოდ, რთულია მიხვდე, როგორ განწყობაზეა კირჩხიბი. ხასიათი შეიძლება მოულოდნელად შეეცვალოთ და ამის გამო რთულია მათი გაგება. კირჩხიბის კარგ ხასიათზე მოყვანა ჩახუტებასა და კოცნას შეუძლია.

8. ლომი – ლომი, როგორც წესი, ძალიან თბილი და მოსიყვარულეა, არის მეგობრული და მარტივად შეუძლია პატიება, თუმცა ფეთქებადი ხასიათი აქვს და თუ გაბრაზდა, ძალიან მრისხანე ბუნებას ავლენს. არავის ვუსურვებთ გაბრაზებული ლომის ნახვას. ასტროლოგები მას რეიტინგში მერვე ადგილს ანიჭებენ.

9. ქალწული – ისინი ძალიან უხეში და მძიმე ხასიათის ადამიანები არიან. მათ მოსწონთ სხვების დამცირება და დაცინვა. ხშირად ავლენენ აგრესიულ დამოკიდებულებას გარშემომყოფთა მიმართ. ძალიან იშვიათად ამბობს კომპლიმენტებს.

10. ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მეათე ადგილზე არიან. ისინი, როგორც წესი, არიან მამაცები, ენერგიულები და საქმიანები. უყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა. ამავდროულად, სასტიკები და ზოგჯერ ბოროტებიც არიან. მიზნისკენ მიმავალ გზაზე არავის ინდობენ.

11. თხის რქა – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები შეგვიძლია ყინულს შევადაროთ. გრძნობებს არასოდეს ავლენენ. ისინი თავაზიანად გექცევიან, მაგრამ თუ გაბრაზდნენ, მაქსიმალურად შორს უნდა დიჭიროთ მათგან თავი. მათ სჩვევიათ ყვირილი და საშინელი შეურაცხყოფის მოყენება, ხოლო შემდეგ თავისი სიბრაზის ობიექტზე მეგობრებთან საშინელებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ყვებიან.

12. მორიელი – რეიტინგში მორიელები, ბოლო, მეთორმეტე ადგილს იკავებენ. თქვენ ყველაზე სასტიკი და ბოროტი ადამიანი ხართ. არავის ვურჩევთ გაგაბრაზოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენგან სასტიკ შურისძიებას უნდა ელოდონ.

Загрузка...