Загрузка...

წარსული შეცდომების გამოსწორების წელიწადი. გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს და აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მიენდეთ ინტუიციას და მოერიდეთ დაძაბულობას 27 ივნისიდან 28 აგვისტომდე. ნათესავებთან ურთიერთობისას აკონტროლეთ საკუთარი თავი.

კურო
პრიორიტეტი – ურთიერთობა და ქორწინება. შესაძლოა, ძველი სიყვარული გამოჩნდეს. ნუ უგულებელყოფთ მას, რადგან ეს წელიწადი თქვენთვის ვნების წელია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

Загрузка...

აკონტროლეთ ფინანსები და თქვენი ჯანმრთელობა. მომდევნო წელი მეტად სტრესული იქნება. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. თქვენ გვერდით იქნებიან ახლო მეგობრები.

ტყუპი
ნუ წამოიწყებთ ახალ პროექტებს, ვიდრე არ დაასრულებთ ძველს. ნუ იმუშავებთ ორის ნაცვლად, ამისათვის არავინ გადაგიხდით. მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, ამიტომ სხეულის ნებისმიერი მინიშნება უნდა შეისწავლოთ. იმ ტყუპისთვის, ვისაც არ ჰყავს შვილები და ვერ ფეხმძიმდება, ეს წელი ფეხმძიმობას ჰპირდება.

კირჩხიბი
ნუ იქნებით მორალისტები და ახლობლების მიმართ გამოიჩინეთ სიმშვიდე. ახალი და უკეთესი სამსახურის ძიებაში იქნებით, თქვენ გარშემო კი ახალი და საინტერესო ადამიანები გამოჩნდებიან. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მაისიდან ნოემბრის პერიოდში შესაძლოა ტრავმა მიიღოთ.

ლომი
მეტი პოპულარობის სურვილი გაგიჩნდებათ. ამას მიაღწევთ, თუ მშვიდად იქნებით. თქვენი დევიზია – “ახლა ან არასოდეს”. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან შესაძლოა ერთ დღესაც ახალშობილით ხელში გამოიღვიძოთ, მაშინაც კი, თუ ამის სურვილი არ გაქვთ. ახლობლები მოულოდნელ მელანქოლიას გაგიქარწყლებთ. იმუნიტეტი იქნება დაბალი, რადგან ფულის შოვნის მიზნით ბევრი შრომა მოგიწევთ.

ქალწული
თქვენ ერთ-ერთი ბედნიერი ნიშანი ხართ. ბევრი სამუშაო გექნებათ, შესაძლოა, ახალი სამსახურიც შემოგთავაზონ. ნუ დახარჯავთ ფულს ფუჭად. ძლიერი იმუნიტეტი გექნებათ, მაგრამ ემოციური ფონი ზედმეტად მგრძნობიარე იქნება. მოერიდეთ სტრესსა და ჭორებს, სხვა ადამიანების ცხოვრებაში ნუ ჩაერევით.

სასწორი
ყველაფერ კარგს ძალიან მარტივად მიიღებთ. აგვისტოში ელოდეთ ფინანსურ წარმატებებს. ნუ შეიძენთ გამოუსადეგარ ნივთებს და ერიდეთ ფუჭ ხარჯვას. ეცადეთ, დააბალანსოთ.

მორიელი
ზაფხული, ისევე, როგორც წელიწადი, კარგი იქნება. პროფესიონალური თუ ფინანსური უსასრულო შესაძლებლობები. ძალიან დაკავებული იქნებით საშინაო საქმეებითა და პრობლემებით. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

მშვილდოსანი
ზაფხული კარგად ჩაივლის, თუ თქვენს ინტელექტს გამოიყენებთ. ფინანსური გადასახადების გაზრდაა მოსალოდნელი, თუმცა ერიდეთ ზედმეტი ფულის ხარჯვას. საქმიან იდეებს უცხო პირებს ნუ გაანდობთ, რადგან მოიპარავენ. სიყვარულში მცირე გაურკვევლობა გელით.

თხის რქა
ეს სიხარულის დროა. ნუ ინერვიულებთ, განსაკუთრებით, სამსახურში. ნუ უპასუხებთ უსამართლო კრიტიკას, როცა ყველაფერს კარგად აკეთებთ. გამოიჩინეთ სიმშვიდე. გელით ფინანსური წარმატება. სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემებზე გახსნილად და სიბრაზის გარეშე ისაუბრეთ.

მერწყული
იგრძნობთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. არ მოდუნდეთ, რადგან თქვენ სამსახური გჭირდებათ. უამრავი შესაძლებლობა გექნებათ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ზოგიერთი მერწყული დაფეხმძიმებას შეძლებს. ივლისში ყურადღება მიაქციეთ მომნელებელ სისტემას.

თევზები
ზღაპრული ზაფხული. შესაფერისი დროა, რომ თქვენი სიჯიუტისგან გათავისუფლდეთ. ძალიან მოდუნდებით. თუ სამსახური არ გაქვთ, მას იპოვით. შესაძლოა, ახლობელი ადამიანი შემთხვევით დააზიანოთ. იყავით მოწესრიგებული და ეს ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ.

Загрузка...