Загрузка...

ვერძი პირველობას არავის უთმობს. მან უნდა დაიწყოს და მან უნდა დაამთავროს. ვერძი განასახიერებს დაწყების პროცესს, პირველობას და ლიდერობას. მას ჰყოფნის გამბედაობა შეებრძოლოს ნებისმიერ წინააღმდეგობას, გააჩნია საკმარისი ბრძოლისუნარიანობა და მამაცობა. იგი სიმბოლოა გამარჯვებისა. რომ არა ეს ნიშანი, ჩვენ ხელს ჩავიქნევდით ყველაფერზე პირველივე წარუმატებლობის შემთხვევაში. ყველასათვის სამაგალითო პირველგამვლელი, მედროშე ნიშანია. იპყრობს ყურადღებას პირდაპირობით და გულწრფელობით, შეუპოვრობითა და სწრაფი რეაქციებით.

image

Загрузка...

ლომი-ცეცხლოვანი მზის მხოლოდშობილი შვილი. სამეფო თვისებებით დაჯილდოვებული აცნობიერებს, რომ დიდი მისიისთვის არის დაბადებული, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, უნდა მართოს საზოგადოება, ორგანიზება გაუკეთოს ღონისძიებებს, უნდა მისცეს მიმართულება გარშემომყოფებს და მათი ღირსეული, სამაგალითო ლიდერი გახდეს. ლომი გულადი ნიშანია, ხელგაშლილი და დიდსულოვანი, მოსიყვარულე და ერთგული. საზოგადოების სულისჩამდგმელი, პატივსაცემი ცენტრალური ფიგურა. 

image

მორიელი-წყლის, მარსისა და პლუტონის შვილია. გამბედაობა, მიზანსწრაფულობა, ენერგეტიკულობა, მაგნეტიზმი, ვნებიანობა-მორიელის გამოკვეთილი თვისებებია. კარგად გამოსდის ადამიანების პოტენციალის შეფასება, შესაბამისად მათი მართვაც არ უჭირს. იგი გამოირჩევა უკომპრომისო ხასიათით, არ ერიდება თვისი რადიკალური პოზიციის გამოხატვასაც… მორიელისათვის ნგრევა არ ნიშნავს დასასრულს, ამიტომ ყოველთვის შეუძლია გარისკოს და შემდეგ ცარიელი ფურცლიდან დაიწყოს, ფენიქსივით დაიწვას და შემდეგ ფერფლიდან აღსდგეს!

image

Загрузка...