Загрузка...

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გონსმოუსვლელად, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

Загрузка...

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Загрузка...