Загрузка...

თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩეველის, მალინა ბერიკაშვილის სკანდალურ ინტერვიუს (იხილეთ აქ) დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ვრცელდება უკურნებელი სენით გარდაცვლილი პაციენტის ლანა გოგიშვილის ერთი წლის წინანდელი წერილი, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე წერს, რომ ის თურქული სამედიცინო მაფიისა და კონკრეტულად, მალინა ბერიკაშვილის მსხვერპლი გახდა. „ალია“ ლანა გოგიშვილის ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მას ქმარი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა:

„მუხანათი ყოფილა წუთისოფელი, განუკურნებელმა სენმა დაისადგურა ჩემში, თავდაუზოგავი ბრძოლით მძიმე სენი ვერ დავამარცხე. დავტოვე ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები ალბათ ესეც ჩემი ბედის წერა ყოფილა რომ გავხვდი თურქული მაფიის მსხვერპლი რომლებმაც ჩემი სიკვდილი დააჩქარეს. ვაქვეყნებ სურათს რომელიც გადაღებული მაქვს თურქეთში ბატონი სეზართან ერთად რომელმაც 18 ათასი დოლარის ხელში ჩაგდების მიზნით გამაბა მახეში, გამიკეთა უპერსპექტივო ოპერაცია ცხელი ქიმიით და განკურნების ნაცვლად სიკვდილი მომისწრაფა გაუსაძლისი ტკივილით როცა ჩემთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანი იყო…დასანანია როდესაც ქართველი ღალატობს ქართველს და თურქების ხელში აგდებს თითქოსდა “საცდელი კურდღელი”. მალინა ბერეკაშვილი და ნია ნუცუბიძევ თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით ჩემ ნაადრევ გარდაცვალებაში. განა კოკა ყოველთვის ზიდავს წყაალს? განა ღმერთი შეგარგებთ ასეთ ცოდვაზე აგებულ ფულს რამდენი ცრემლი გადინდა ჩემს საყვარელ ხალხს იმდენი ცოდვა გედებათ ტვირთვად. ჩემო საყვარელო შოშიავ (მერაბო) მხოლოდ შენ შეგიძლია ანუგეშო ჩემი დედ მამა, მეუღლე, ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანები რომლებმაც ჩემი წასვლით მოუშუშებელი ტკივილი განიცადეს. აღიზარდე მოყვასის სიყვარულით.
დღეს 30 აპრილს 33 წელი შემისრულდებოდა, მოვლენ ჩემს საფლავთან ჩემი საყვარელი ხალხი და ცრემლებით მომილოცავენ შეუსრულებელ 33 წელს.
ყველას მადლობას გიხდით ვინც ჩემთან ერთად იბრძოდით ჩემს გადასარჩენათ.

Загрузка...

ლანა გოგიშვილი
11 აპრილი 2017 წელი.“

Загрузка...