Загрузка...

სოციალური ქსელის მომხმარებლის, მარიამ კასენკოს ამ წერილმა ინტერნეტ სივრცეში საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მარიამი, რომელიც წერს რომ სექს-მუშაკია, ქართულ საზოგადოებაში არსებულ არატოლერანტულ გარემოს და ძალადობაზე ორიენტირებას აკრიტიკებს. გთავაზობთ მარიამის წერილს სრულად:

“22 წლის ვარ, ეს რიგით 7 აღდგომაა როცა ოჯახიდან მოშორებით ვხვდები. არასდეს დამიწერია არაფეrი ამდაგვარი, უბრალoდ, დღეს რატომღაც ჩემს დას დავურეკე და მომესმა დედაჩემის ხმა, ხმა რომელიც წლების წინ ჩემთვის იავნანას მღეროდა, ვიკითხე დედა ჩამოვიდა და კი უკვე 1 კვირაა აქეთ ყოფილა, და არა მარტო დედა. ჩვენ დიდი ოჯახი ვიყავით, ერთმანეთის გარეშე არანაირი დღესასწაული არ ჩაივლიდა, მაგრამ დღს რომ დავრეკე ვითომც არ ვარსებობდი, დროს ატარებდნენ და მხოლოდ ჩემს დას უთქვამს,აბა ვინ გვაკლიაო? დედა? ამ დროს დედა როგორ უნდა იყო?

Загрузка...

…გული დამწყდა, ცრემლები ვერ შევიკავე.რატომღაც მომენატრა ის ოჯახური გარემო, სითბო, სიყვარული, ბებოს კალთაში ჩაჯდომა. მაგრამ ამ დროს მათ არც კი ახსოვხარ ან ახსოვხარ და ამ საზოგადოების გამო ისინი ჩუმად კლავენ ამ მონატრებას. დღეს მივხვდი რომ დედასაც შეუძლია თურმე დათმოს შვილი. ჩამოხვედი, წლები არ გინახია შვილი, ყოველდღიურად გესმის ტელევიზიებით რაც ხდება და ამ ყველაფრის მერე არც კი რეკავ და არ ინტერესდები სად არის, რას აკეთებს, ამის მერე კიდევ ჩვენ ვართ დამნაშავეები?

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რამხელა ტკივილს გავდივართ ყოველდღე, ვბრძოლობთ გადარჩენისთვის და თქვენი ამხელა ჩვენდამი სიძულვილიც კი არ გვაჩერებს და ვცოცხლობთ. კიდევ ჩვენ დაგითმოთ? კიდევ ჩვენ გავჩუმდეთ? როცა თქვენს გამო ამდენს ვკარგავთ, დანაკარგი რომელიც წლებია გვანადგურებს. ეს თქვენ ხართ საზოგადაოება, რომელსაც არც აღდგომის დღესასწაული შველის და არც არაფერი. ეს თქვენ ხართ მოძალადე რელიგია, ეს თქვენ ხართ დამნაშავე იმაში, რომ მე და სხვა დედებმა მიგვატოვეს, ეს თქვენ ხართ დამნაშავე, რატომაც მე ესე ვცხოვრობ, თქვენ მაიძულეთ, მე დღეს ვიყო სექმუშაკი, ეს თქვენ მაიძულეთ ვიყოო გიჟი, ეს თქვენ მაიძულოთ ხელი ჩავიქნიო, დავთმო ყველაფერი ოღონდ გადავრჩე.

რატომ გიკვირთ? პირდი ცხოვრება წამართვით… სიყვარულის უფლება წამართვით, ბავშვობა წამართით, ბედნიერება წამართვით, სიხარული, ადამიანური ყველა გრძნობა წამართვით, სიცოცხლის უფლებას მართმევთ, რაღა გინდათ დაგრჩათ კიდე ვრამე რაც უნდა წამართვათ? დედის სურნელს, დედის სიყვარულს ჩემში უფსკრული გაუჩინეთ, რატომ ? ბედნიერები ხართ? მაგრამ თქვენ ამ ყველაფრის მერე მე მაინც ვერ წამაქცევთ, მე მაინც ადამიანი ვარ და ეს თქვენ გაკლდებათ ყველაფერი, მე ბედნიერი ვარ, მეგობრები მყავს, მე მიყვარს , მე ვგრძნობ ანუ ეს თქვენი ილუზიის ნაწილია, წამართვით გგონიათ მაგრამ უფრო გამაძლიერეთ ამ თქვენი სიძულვილით.

ეს მხოლოდ ეკლესიიდან გამოსულს შეგიძლიათ მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ადამიანებს გვერდი აუაროოთ, ეს მხოლოდ თქვენ შეიძლიათ იყოთ არადაამიანები, მეზიზღებით ყველანი, ვინც კი სხვის ტანჯვაზე ბედნიერები ხდებით. დღეს მე რომ ვარ გამწარებული იმედია გამოივლით ამ გზას მაგრამ თქვენ ხომ უსუსურები ხართ, თქვენ ხომ გეშინიათ პრობლემების. ამა შემოგვხედეთ ჩვენ როგორ ვართ? ასე რომ თქვენ დედებსაც კი შევეცი, იმ საზოგადოების, ეკლესიის დედასაც კი შევეცი, ვინც მოძალადეა.. ეკლესიას, რომელმაც მათი ქადაგებით ჩვენი ჩაქოლვა გადაწყვიტეს, ამ დროს წირვის მერე მირეკავ და სექსის ფასს მეკითხება ეს მამაო.

კაცები ბირჟაზე დგებით და დღისით ქუჩაში დამინახავთ და იგინებით, ღამე კიდევ თავს ვერ გაწევინებთ ფეხებიდან, ეს კაცობაა? ჩვენ შევძელით გვეთქვა ის რაც ვართ, მაგრამ თქვენ ვერასოდეს ვერ იქნებით ის, ვინც ხართ რადგან არასოდეს არ გეყოლებათ რეალური მეგობრები, იმიტომ რომ ის არ ხართ ვინც უნდა იყოთ..

მე არ მეშინია ვითომ კაცების რომლებიც რეალურდ ჩაჯმული შარვლის ქვეშ წითელი ბიკინი აცვია. მეზიზღებით ყველა ის ადამიანი ვინც ამბობთ რომ ეს ცოდვაა!!! მკიდიხართ. მე ხომ დამაკარგვინეთ ყველაფერი, ისე არ გავბოროტებულვარ მეც იგივე გაგიკეთოთ, ანუ ხედავთ მე კიდევ შემომრჩა ადამიანობა, რადგან ადამიანი ვარ. თქვენ ვინ ხართ არარაობა ადამიანის სხეულში. დრო დადგება ამ საქციელების გამო პასუხს აგებთ!!!”- წერს მარიამი.

Загрузка...