Загрузка...

მომღრალი ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში „ვივამედი“ მიიყვანეს. „პრაიმტაიმი“ მომღერლის დას, მაგდა ჯოხაძეს დაუკავშირდა.

„უგონო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ კლინიკაში მოვხვდით. ანრის მოციმციმე არითმია აქვს. უძილობის და გადაღლილობის ფონზე ისევ პროვოცირდა ორგანიზმი. საბედნიეროდ დროულად მივედით კლინიკაში. დასტაბილურდა, ახლა კარგად არის. მთავარია ინფარქტს გადავრჩით. 3 თვის წინ იწვა იგივე დიაგნოზით. ახლა გადაღლილობაზე გაუმეორა”- აღნიშნა მაგდა ჯოხაძემ.

Загрузка...

მისი თქმით, მომღრალი შუძლოდ სახლში გახდა შეუძლოდ.

„რამდენიმე ღამე გადააბა. კლიპს ამონტაჟებდა. უძილო იყო. ინტენსიურ განყოფილებაში იწვა სამი დღე, სანამ არ დასტაბილურდა მდგომარეობა. ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას”- ამბობს მაგდა.

წყარო: “პრაიმტაიმი”.

Загрузка...