Загрузка...

18 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ვა­ზი­ა­ნის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპ­რა­ლი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე 34 წლის გახ­დე­ბო­და…

ან­წუ­ხე­ლი­ძე სულ 24 წლის იყო, როცა აგ­ვის­ტოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს და­ი­კარ­გა, მა­შინ, რო­დე­საც ვა­ზი­ა­ნის 21-ე ბრი­გა­და, ცხინ­ვა­ლის ე.წ შან­ხა­ის რა­ი­ონს უტევ­და… შემ­დეგ გავ­რცელ­და ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ აწა­მე­ბენ და­ტყვე­ვე­ბულ ქარ­თველ სამ­ხედ­როს ოსი ბო­ე­ვი­კე­ბი და რუსი ოკუ­პან­ტე­ბი და აი­ძუ­ლე­ბენ მი­წას აკო­ცოს, თუმ­ცა, გმი­რი ბო­ლომ­დე უწევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

Загрузка...

ქარ­თვე­ლი კაპ­რა­ლი 2008 წლის ნო­ემ­ბრამ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, ნო­ემ­ბერ­ში კი ცხინ­ვა­ლი­დან ათი ქარ­თვე­ლის ცხე­და­რი გად­მო­ას­ვე­ნეს. გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ მათ­გან ერთ-ერთი ან­წუ­ხე­ლი­ძე იყო. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ცხე­და­რი სა­შინ­ლად იყო და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო სი­ცო­ცხლე­ში 195 სმ-მდე იყო, თუმ­ცა, ცხე­და­რი 180 სმ-მდე იქ­ნე­ბო­და, რა­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­აბ­ნია, თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ასე­თი სხვა­ო­ბის მი­ზე­ზი ცხედ­რის ძლი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბა იყო…

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან 10 წლის შემ­დეგ, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე გვი­ამ­ბობს, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა გმი­რი მე­უღ­ლის გა­რე­შე, რო­მელ­მაც თავი სამ­შობ­ლოს შეს­წი­რა და გა­უ­ტე­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო გახ­და:

– იმ­დე­ნად რთუ­ლი ათი წელი იყო, ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რო­გორ გა­დავ­ლა­ხე… ალ­ბათ იმან გა­მაძ­ლე­ბი­ნა, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გი ჩვენ­თა­ან იყო, მას­ზე სა­უ­ბარ­ში, მას­ზე ფიქ­რში, ერთი წუ­თით არ მი­ფიქ­რია, რომ მის გა­რე­შე ვართ, ამას ყო­ველ­თვის ვგრძნობ, უბ­რა­ლოდ, ვერ ვხე­დავ…

ბო­ლოს აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი, სო­ფელ­ში, თვი­თო­ნაც მა­ლე­ვე უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო. იმ ათი წლის წი­ნან­დელ 6 აგ­ვის­ტოს გა­ჩერ­და დრო ჩემ­თვის… იმა­ვე ღა­მეს და­მი­რე­კეს, გი­ორ­გის ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით, გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და სას­წრა­ფოდ ნა­წილ­ში გა­მო­ცხად­დე­სო… სას­წრა­ფოდ და­ვუ­რე­კე გი­ორ­გის, მგო­ნი ომი და­ი­წყო და გეხ­ვე­წე­ბი, თავს გა­უფრ­თხილ­დი-მეთ­ქი. ეს იყო ჩვე­ნი ბოლო სა­უ­ბა­რი…. მას მერე არც გვი­ლა­პა­რა­კია. ჩვენ სო­ფელ ძე­ვე­რა­ში ვი­ყა­ვით, რო­მე­ლიც ისე ახ­ლოს არის ცხინ­ვალ­თან, რომ ძლი­ე­რი სრო­ლე­ბი­სას, სახ­ლის მი­ნე­ბიც ჩა­იმ­სხვრა. სარ­დაფ­ში ვი­მა­ლე­ბო­დით…

ხში­რად ვფიქ­რობ: რა მას­წავ­ლა მას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ, მის­მა სიყ­ვა­რულ­მა-მეთ­ქი? – ყვე­ლა­ფე­რი, ცხოვ­რე­ბა მას­წავ­ლა, ასი წლის ქა­ლი­ვით და­მაბ­რძე­ნა. სულ ორი წელი მოგ­ვი­წია ერ­თად ცხოვ­რე­ბა. პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვაჟი შეგ­ვე­ძი­ნა, ლე­ვა­ნი. ანა­ზე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ომი და­ი­წყო. გი­ორ­გის რა­ტომ­ღაც ეგო­ნა, რომ მე­ო­რეც ბიჭი გვე­ყო­ლე­ბო­და, არა­და, გოგო უნ­დო­და, ოც­ნე­ბობ­და, ფრი­ა­ლა კა­ბას ჩა­ვაც­მევ და სულ მე ვა­ტა­რე­ბო.

სამი თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი, ომი რომ და­ი­წყო. მა­ნამ­დე, სქე­სის გა­გე­ბა გვინ­დო­და, მაგ­რამ პა­ტა­რა იყო და ცოტა ხან­ში დაგ­ვი­ბა­რეს. გი­ორ­გიმ არ იცო­და, რომ გო­გო­ნა უნდა ჰყო­ლო­და… არა­ნორ­მა­ლუ­რად მზრუნ­ვე­ლი მამა იყო, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბო­და. თუ სახ­ლში იყო, ბავ­შვი სულ მას ჰყავ­და, უც­ვლი­და, აბა­ნა­ვებ­და. ის ორი წელი, ისე­დაც სულ მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მის გა­რე­შე დავ­რჩი…

– 34 წლის გახ­დე­ბო­და… აღ­ნიშ­ნავ­და და უყ­ვარ­და თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე?

– კი, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, სულ ორ­ჯერ შევ­ხვდით ერ­თად მის და­ბა­დე­ბის დღეს, მე­სა­მეს­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ მე გლო­ვა­ში შევ­ხვდი მის მომ­დევ­ნო და­ბა­დე­ბის დღეს… მას­თან ცხოვ­რე­ბამ სიყ­ვა­რუ­ლი მას­წავ­ლა, სი­ცო­ცხლე მისი არ­სე­ბო­ბით მიყ­ვარ­და, მის გა­რე­შე კი ვხვდე­ბი, რომ მისი ხსოვ­ნით ვარ ძლი­ე­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას­წავ­ლა. ვიცი, რომ დე­დაც მე ვარ და მა­მაც. ში­ნა­გა­ნად უფრო ძლი­ე­რი და მებ­რძო­ლი გავ­ხდი, სულ მახ­სოვს, რომ მე მისი შვი­ლე­ბის დედა ვარ და უმი­სო­ბა არ უნდა ვაგ­რძნო­ბი­ნო…

– ვიცი, რომ დიდ­ხანს არ იცო­დით, იმ სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბის შე­სა­ხებ…

– დიახ, მისი და­ღუპ­ვის შე­სა­ხე­ბაც არ ვი­ცო­დი… ცე­ცხლი რომ შე­წყდა და სამ­ხედ­რო­ე­ბი თა­ვი­ანთ ნა­წი­ლებ­ში დაბ­რუნ­დნენ, გი­ორ­გის გზა-კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დით. ბოლო წუ­თამ­დე გვქონ­და იმე­დი, მაგ­რამ და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხად­და. შემ­დეგ, რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გად­მო­ას­ვე­ნეს, დნმ-ის ანა­ლი­ზით დად­გინ­და, რომ ერთ-ერთი გი­ორ­გი იყო.

ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც წა­მე­ბის ვი­დეო არ­სე­ბობ­და, ჩე­მამ­დე მო­აღ­წია ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ გი­ორ­გი ტყვედ ჩა­ვარ­და და აწა­მეს, მაგ­რამ რად­გან ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, არ მაჩ­ვე­ნებ­დნენ. შემ­დეგ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან და­მი­კავ­შირ­დნენ, მთხო­ვეს, ამო­საც­ნო­ბად კად­რე­ბი უნდა გაჩ­ვე­ნოთ, ნამ­დვი­ლად გი­ორ­გი არის თუ არაო. რამ­დე­ნი­მე წამი ვუ­ყუ­რე, მაგ­რამ კარ­გად ჩან­და მისი სახე. რომ ურტყა­მენ, თავს ზე­მოთ წევს და მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი… გი­ორ­გია-მეთ­ქი, ვთქვი… მე­ტის ნახ­ვას ვერ შევ­ძლებ­დი.

ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, სამ­შობ­ლო რო­გორ უყ­ვარ­დაო? – ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ისე ძა­ლი­ან, რომ თა­ვიც შეს­წი­რა…

Загрузка...