Загрузка...

ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის შვილი, 9 წლის ტატა რევიშვილი რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

გოგონას დედამ, მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

Загрузка...

“ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეამაყება თურმე წერილებიც გეამაყება, ეგეც გეამაყება რომ გყავს ისეთი შვილი რომელმაც შეძრა მთელი საქართველო და არა მარტო..

ტატაზე რა გითხრათ.. ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი არა ის იყო ტატა რევიშვილი ის თვითონ ქმნიდა ამინდს მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა ალბათ იმიტომ რომ,მასთან ვერასდროს მოიწყენდი..ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას…

დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის”- წერს თიკო ჩხეიძე.

 

Загрузка...