Загрузка...

“ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს მხოლოდ 9 წელი არ იცხოვრა ამქვეყნად….

თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა…

Загрузка...

ის იმდენად ლამაზი იყო, ეკლესიას სანთლებთან ერთად ანათებდა…
თავთან დედა იჯდა, ოდნავ მოშორებით მამა იდგა, ეკლესიის კართან ბაბუ, ეკლესიის ეზოში დიდი ბაბუ…

დიდი ბაბუ ჩუმად ბღაოდა, პატარა ბაბუს გულთან პარტიარქის წერილი ჰქონდა აფარებული და ზუსტად ისე ჩუმად ბღაოდა, როგორც გარეთ დიდი ბაბუ, თავისი მამა….

დიდმა ბაბუმ 9 წლის მზის ჩაქრობის ამბავი რომ გაიგო, უამრავი წამალი დალია, ზედ “თაგვის წამალიც” დააყოლა და არაფერი მიქნაო, ეს რა ორგანიზმი მქონიაო, – სიკვდილს ნატრობდა. კიდევ ერთი ბაბუ ნატრობდა სიკვდილს… არაფერს ვიტყვი ბებოებზე…
როგორი დედა ყოლია მზეს, “ჩუმი” დარდის “ჩუმად” მატარებელი….

ის კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა…
დღეს “ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა”…
ნათელში იყოს 9 წლის მზე… ჩემი პაატა რევიშვილის შვილისშვილი, ნუკრი რევიშვილის შვილთაშვილი…. ნუკრი რევიშვილის შვილი….” – დარეჯან მეფარიშვილი.

16 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 9 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

 

Загрузка...