Загрузка...

მომღერალი ნინი ქარსელაძე “ქართული ოცნების” ხელისუფლების დიდი და გულმხურვალე მხარდამჭერია. მას პოლიტიკაში უამრავი მეგობარიც ჰყავს და ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებშიც ერკვევა.

ნინი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთანაც მეგობრობს, ის და პატარკაციშვილის შვილიშვილი ლიზა მაღრაძედ აქალები არიან.
პროკურატურამ დღეს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა იგეგმება. ამ ფაქტზე მთავარმა საგამოძიებო უწყებამ პასუხისგებაში სამი პირი მისცა.

Загрузка...

ფაქტს სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძე გამოეხმაურა.

“ჩემთვის ეს თემა ძალიან მძიმეა, ძლივს მოვისმინე ბოლომდე…. ამ ყველაფრის მერე კიდევ, რომ ბედავენ და ცდილობენ ხალხის გადებილებას!!!  იხტუნავეთ და დადგით სპექტაკლები, მაინც არ გიშველით!!!! იქნებ შეუშვათ ტვინში, რომ ვერ მობრუნდებით, ვერა!!! არ დაუშვებთ მაგას!!!!

P.S. აი თქვენი ნამდვილი სახე, აღარ გიშველით უცოდველის როლის მორგება, არა!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
შალვა თადუმაძე Respect” – წერს ქარსელაძე.

Загрузка...