Загрузка...

რომანტიკული ურთიერთობა გარკვეულ ძალისხმევას და მოთმინებას მოითხოვს. ბედნიერი ურთიერთობისთვის ორივე პარტნიორს ერთმანეთი ძალიან უნდა უყვარდეთ. ყველამ ვიცით, რომ სიყვარული, პატივისცემა და ნდობა – არის სამი ძირითადი რამ, რომელიც გვაძლევს ურთიერთობის შექმნის საშუალებას. თუ აქედან თქვენს შორის ერთი ასპექციც კი არ იქნება, მაშინ თქვენი ურთიერთობა განწირულია. ფიზიკური შეხება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოხვევა და კოცნა ჩვენი ნამდვილი გრძნობების გამოხატვაში გვეხმარება. სტატიაში გთავაზობთ კოცნის ყველაზე პოპულარულ სახეობებს და მათ მნიშვნელობას.

შუბლზე კოცნა

Загрузка...

ეს საკმაოდ ნაზი ტიპის კოცნაა. პარტნიორის შუბლზე კოცნით ადამიანები მათ მიმართ გამოხატავენ სიყვარულს, სითბოს, აღფრთოვანებას და ზოგჯერ სიამაყესაც კი. ასეთი კოცნა მხოლოდ ისეთ წყვილებს შორის ხდება, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან. აი რატომ უყვარს ბევრ ქალს შუბლზე კოცნა.

ხელზე კოცნა

შესაძლოა ამ ტიპის კოცნა ზოგიერთ ფილმში გაქვთ ნანახი. ეს მართლაც რომანტიკულად გამოიყურება. ადამიანები ასეთი კოცნით საკუთარ აღფრთოვანებას და ვნებას გამოხატავენ.

ღრმა კოცნა

ამ კოცნის წყალობით პარტნიორებს თავიანთი ნამდვილი გრძნობების გამოხატვა შეუძლიათ. ისინი ამით საყვარელი ადამიანების მიმართ სიყვარულს გამოხატავენ.

ხანმოკლე კოცნა ტუჩებით

ასეთი კოცნით ადამიანები თავიანთ პარტნიორებს ვნებას და სითბოს აჩვენებენ. ეს ნიშნავს, რომ წყვილს ჭორის სიღრმისეული კავშირი და ჭეშმარიტი გრძნობები არსებობს.

დილის კოცნა

დილით გაღვიძება არავის არ უყვარს. თუმცა საყვარელი ადამიანი ამ ტიპის კოცნის გამო სიამოვნებით იღვიძებს ხოლმე. ეს არის კოცნა, როდესაც თქვენი პარტნიორი შუბლიდან დაწყებული, ნიკაპამდე გკოცნით. ეს სიყვარულის და მზრუნველობის გამოხატვის შესანიშნავი გზა არის.

მხარზე კოცნა

ეს ძალიან ნაზი ნაბიჯია, რომელიც გვაძლევს საშუალებას პარტნიორის მიმართ გამოვხატოთ სიყვარული და ზრუნვა. ეს არის კოცნა, როდესაც მამაკაცი მოდის უკნიდან და მოულოდნელად, ნაზად გკოცნით მხარზე.

ანგელოზის კოცნა

ეს არის გზა, რათა გამოვხატოთ ღრმა სიყვარული და მზრუნველობა. ამ ტიპის კოცნაზე ყველა ქალი გიჟდება. ისინი ამით აცნობიერებენ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანები არიან.

ფრანგული კოცნა

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობის კოცნა მთელს მსოფლიოში. ეს ნიშნავს, რომ ორ ადამიანს ნამდვილად უყვართ ერთმანეთი და მათი ურთიერთობა ვნებით არის ავსებული.

 

Загрузка...