Загрузка...

მოს­კოვ­ში სამ­მა დამ სა­კუ­თა­რი მამა, 57 წლის მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი და­ნე­ბით მოკ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას armeniasputnik.am ავ­რცე­ლებს.

პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უფ­როს­მა დამ, 19 წლის ან­გე­ლი­ნამ უამ­ბო. მან და მის­მა დებ­მა, 17 წლის კრის­ტი­ნამ და 18 წლის მა­რი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უთხრეს, რომ მამა შვი­ლე­ბის და­ხოც­ვას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რეს, რომ ეს თავ­დაც­ვა არ იყო.

Загрузка...

მა­მის მოკ­ვლა­ზე გო­გო­ნე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რობ­დნენ, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­სა­ხეს.

27 ივ­ლისს, რო­დე­საც მი­ხა­ილს სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ე­ძი­ნა, გო­გო­ნე­ბი მა­მას და­ნე­ბით და­ესხნენ თავს. მა­მა­კაც­მა შეძ­ლო მათ­გან თავი და­ეხ­სნა, თუმ­ცა ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნის გამო გაქ­ცე­ვა ვერ შეძ­ლო და მალე გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც.

„ის ძა­ლი­ან გვძულ­და და მხო­ლოდ ერთი რამ გვინ­დო­და – და­კარ­გუ­ლი­ყო, თით­ქოს მას არა­სო­დეს ვიც­ნობ­დით. გვსურ­და ერთხე­ლაც წა­სუ­ლი­ყო და სახ­ლში აღა­რა­სო­დეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო,“ – გა­ნუ­ცხა­და გა­მო­ძი­ე­ბას ან­გე­ლი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა.

გო­გო­ნე­ბის თქმით, მი­ხა­ილ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო და სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. მზრუნ­ვე­ლი მამა მონ­სტრად იქცა, რო­მე­ლიც სცემ­და შვი­ლებს. გო­გო­ნე­ბის დაც­ვა არც დე­დას შე­ეძ­ლო, რად­გან ოჯა­ხი მან დიდი ხნის წინ მი­ა­ტო­ვა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქალი უბ­რა­ლოდ გა­იქ­ცა, გო­გო­ნე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მი­ხა­ილ­მა მათი დედა სახ­ლი­დან გა­აგ­დო. ან­გე­ლი­ნას, კრის­ტი­ნას და მა­რი­ას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხა­ჩი­კი, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. ის დიდი ხა­ნია, ოჯა­ხის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად სხვა სახ­ლში ცხოვ­რობს.

მი­ხა­ი­ლის მან­ქა­ნის ჩხრე­კის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს 2 კგ ჰე­რო­ი­ნი, არ­ბა­ლე­ტი, სამი პნევ­მა­ტუ­რი პის­ტო­ლე­ტი და სხვა ია­რა­ღი.

კრის­ტი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის მე­გო­ბა­რი, ანა ჰყვე­ბა, რომ მამა გო­გო­ნებს არც სა­სე­ირ­ნოდ უშ­ვებ­და, არც სკო­ლა­ში და მათ რე­გუ­ლა­რუ­ლად სცემ­და.

„მათ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. ვიცი, რომ ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რებს მო­იხ­მარ­და და შვი­ლებს ხში­რად სცემ­და, თუმ­ცა გო­გო­ნებს მა­მის ძა­ლი­ან ეში­ნო­დათ და პო­ლი­ცი­ის­თვი­საც არ მი­უ­მარ­თავთ,“ – ამ­ბობს ანა.

ან­გე­ლი­ნას მე­გო­ბა­რი ელე­ნა ასე­ვე ადას­ტუ­რებს, რომ შვი­ლებს მი­ხა­ი­ლის ძა­ლი­ან ეში­ნო­დათ, დედა კი მათ­გან გა­იქ­ცა.

„ზუს­ტად ვიცი, რომ უმი­ზე­ზოდ არ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ ასე. ვფიქ­რობ, მამა მათ მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა,“ – აცხა­დებს ელე­ნა.

ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ქალი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ჰყვე­ბა, რა ხდე­ბო­და ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში:

„იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მა­მამ ხა­ლი­ჩა­ზე იპო­ვა ძაღ­ლის ბეწ­ვი, და­უ­ძა­ხა ერთ-ერთ გო­გო­ნას და უბ­რძა­ნა ბეწ­ვი შე­ე­ჭა­მა“.

ამას­თან, მი­ხა­ილ­მა დე­რე­ფან­ში და­ა­ყე­ნა კა­მე­რე­ბი და მიკრო­ფო­ნე­ბი, რათა შვი­ლე­ბის­თვის ეთ­ვალ­თვა­ლა. შე­ში­ნე­ბულ გო­გო­ნებს არ შე­ეძ­ლოთ, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­სუ­ლიყ­ვნენ სახ­ლი­დან, ან – დედა მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნათ.

„ეს ის­ტო­რია დიდი ხა­ნია, გრძელ­დე­ბა. მამა ერთ-ერთ შვილს აუ­პა­ტი­უ­რებ­და კი­დეც, ეს მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და. ერთხელ ტყე­ში წა­იყ­ვა­ნა და მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა. დედა გა­იქ­ცა, მათ­თან კონ­ტაქ­ტი შვი­ლებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეკ­რძა­ლე­ბო­დათ. მი­ხა­ილს კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან ჰქონ­და კავ­ში­რი, “ავ­ტო­რი­ტე­ტი” იყო. არ­სად მუ­შა­ობ­და, მის ბა­რათ­ზე ფული თა­ვი­სით ირი­ცხე­ბო­და,“ – ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო მი­ხა­ი­ლის შვილ­მა თა­ვის მოკ­ვლაც სცა­და და ბევ­რი აბი მი­ი­ღო. ექი­მებს მა­მამ გა­ნუ­ცხა­და, რომ გო­გო­ნას წამ­ლე­ბი აე­რია.

დე­ბის და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე არ მი­ი­ღო. საქ­მის მოს­მე­ნა 2 აგ­ვის­ტოს გაგ­რძელ­დე­ბა. გო­გო­ნებს ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბის გამო 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

წყარო: ambebi.ge

Загрузка...