Загрузка...

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. მარათონის მერის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდოს. საბერძნეთის სამხრეთით ქალაქ მატიში სტიქია მესამე დღეა მძვინვარებს. 200-მდე ადამიანია დაშავებული და ასობით პირის ევაკუირება უკვე მოხერხდა.

საბერძნეთში წითელი ჯვრის წარმომადგენელი, ნიკოს ეკონომოპოლუსი ყვება, რომ 26 გარდაცვლილი ზღვის სანაპიროზე იპოვეს და ისინი ერთმანეთზე იყვნენ მიკრულები. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხანძრის მოახლოებისას ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

Загрузка...

მატიში დატრაიალებული ტრაგედიის კვალდაკვალ, საბერძბეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, სოფო იაშვილი ფეისბუქზე წლების წინ მის ოჯახში გაჩენილ ხანძარს იხსენებს და  თითქმის, დაუჯრებელ ისტორიას ნოველის სახით აქვეყნებს:

დედის ძალა

ახლად გაღვიძებული პატარა დედამ აკვანში დატოვა, ტელევიზორი ჩაურთო, გაერთობა ჩემს მოსვლამდეო და გარეთ გავიდა. მალე უნდა დაბუნებულიყო სახლში მაგრამ მეზობლის ქალმა შეაყოვნა. დაუძახა, მოიკთხა და ცოტაც ისაუბრეს. უცებ თითქოს ბომბი გავარდა ისეთი ხმა გაისმა, დედამიწა შეზანზარდა, ხეზე დაფრენილი ჩიტები შორს გაფრინდნენ. სოფლის ყველა მაცხოვრებლი ყველა გარეთ გამოვიდა. სახლის უკანა მხრიდან ცეცხლმა იფეთქა, იმ ოთახიდან, სადაც პატარა დატოვა დედამ. კივილით გავარდა დედა სახლისაკენ. მეზობელიც დაედევნა. სახლში შესვლა უნდოდა დედას, მაგრმა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო ვერ შედიოდა. მეზობლის ქალი აკავებდა, არ უშვებდა. დანარჩენი მეზობლებიც მოცვივდნენ. მათ არ იცოდნენ პატარა ცეცხლმოკიდებულ სახლში რომ იყო. ყველა მუხლჩაუხრელად ბრძოლობდა ცეცხლის ჩასაქრობად. დედას აკავებდნენ. “იქ ჩემი შვილია” – გაიძახოდა დედა, ცეცხლი უფო და უფრო ძლიერდებოდა, ვერავინ ბედავდა სახლში შესვლას.

დედა დაუსხლტა მეზობლის ქალებს ხელიდან და ცეცხლ მოკიდებულ სახლში შევარდა, კვამლის სუნი ახრჩობდა დედას, ტანზე ცეცხლი ეკიდებოდა, მარგამ არ შეშინდა! გზას მიიკვლევდა თავისი პატარას გადასარჩენად. მივიდა იმ ადგილას, სადაც აკვანში ჩაწვენილი პატარა დატოვა და არ დახვდა, აკვანი ცარიელი იყო. ვერ გაერკვა დედა უცებ, რა ხდებოდა, სად გაქრა მისი შვილი… ცეცხლში დაეძებდა პატარას.
ქალმა საკმაოდ დიდხანს დაჰყო ცეცხლმოკიდებულ სახლში, მეზობლები ტიროდა გარდაცვლილ დედა-შვილს… ამასობაში სახანძო მოვიდა, სახლი მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული. ნივთებს გარეთ ყრიდნენ. მეუღლე სამსახურში იყო წასული, უფროსი შვილები კი – სკოლაში. უკვე ის იმედიც გაუქრათ, რაც დარჩენილი ჰქონდათ მეზობლებს და ქალი ბავშვჩახუტებული ცეცხლიდან გამოვიდა.

პატარა შიშისგან აკვნიდან ამომძვრალა და თავის გადასარჩენად საწოლის ქვეშ შემძვრალიყო. რამდენიმე თვის ჩვილმა ეს როგორ მოახერხა არავინ იცის… დედამ შეძლო შვილის პოვნა, იფიქრა, იქნებ საწოლის ქვეშ არის… ხმას არ იღებდა პატარა შიშისგან. დედის დანახვაზე საწოლის ქვეშიდან გამოხოხდა. მადლობის და სიხარულის ნიშნად დედას მკლავებს ულოკავდა, შვილი ეხუტებოდა, გულზე თავს ადებდა დედას, რომელსაც უღირდა, საკუთარი სიცოცხლე გაეწირა შვილის გამო. ცეცხლის ალს სახე ოდნავ შეეწითლებინა პატარასთვის.
ვინ დაეძებდა უკვე სახლს. დედა-შვილის დანახვაზე სიხარულის ცრემლები იღვრებოდა.
დედას შიშისგან და ნერვიულობისგან სახე გიჟს მიუგავდა. მეზოლის ქალმა უთხრა: გიჟს გავდი ცეცხლში რომ არ გიშვებდითო და ირონიულად გაეცინა…


ყველაფერი რაც გააჩნდათ, ფერფლად იქცა, ცარიელი შავი კედლები დარჩა სახლისგან. სკოლაში წასულ პატარებს ის დარჩათ მხოლოდ, რაც ეცვათ, დანარჩენი ცეცხლმა შთანთქა, ფერფლად იქცა. სახლში დაბრუნებულმა ქმარმა ცოლი დაამშვიდა: რადგან თქვენ ცოცხლები მყავხართ ყველაფერს თავიდან დავიწყებთო და შეშინებული დედა-შვილი გულში ჩაიკრა.

Загрузка...