Загрузка...

მარაია შარაპოვა ზაფხულის არდადეგებს იტალიაში თავის 39 წლის ბოიფრენდდთან, მილიონერ ალეკსანდრ გილკსთან ერთად ატარებს. წყვილი ამალფის სანაპიროზე ისვენებს.

ცნობილი სპორტსმენისა და ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოს, Paddle8 -ის აუქციონის დამფუძნებლის რომანის შესახებ ცნობილი 2018 წლის იანვარში გახდა, როდესაც ისინი ლოს ანჯელესის აეროპორტში ერთად შეამჩნიეს.

Загрузка...

ცისფერი თვალების გარდა გილკს სხვა ღირსებებიც გააჩნია, მაგალითად კავშირები. ბრისტოლის უნოვერსიტეტის დასრულების შემდეგ, სადაც სხვა საგნებთან ერთად რუსული ენაც შეისწავლა, მან სწავლა იტონის კოლეჯში გააგრძელა სადაც ის დაუმეგობრდა გაერთიანებული სამეფოს პრინცებს: უილიამსა და ჰარის, ასევე გააბა მოკლე რომანი კეიტ მიდლტონის დასთან – პიპასთან, თუმცა დაქორწინებით დიზაინერ მიშე ნონუზე დაქორწინდა – რომელმაც, როგორც ამბობენ ერთმანეთს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გააცნო. 2016 წელს ნონუ და გილკსი დაშორდნენ. გილკსმა განშორება მძიმედ გადაიტანა, ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ნონუ მისი პირველი და ერთადერთი სიყვარული იყო, თუმცა იმედს არ კარგავდა, რომ ისევ შეძლებდა ვინმეს შეყვარებას, როგორც ჩანს გილკსმა ეს მოახერხა.

Загрузка...