Загрузка...

ფეისბუკმომხმარებელი Mio Gazzaty სოციალურ ქსელში დღეს მომხდარ შემთხვევაზე წერს.

„ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ “პოლცინია” უნდოდა და, ისეთი მოთქმა ატეხა, კაი შტატიანი თანამშრომელივით თვითონ ამაცალეს.

Загрузка...

ისე, ქუჩაა გადაკეტილი 39-ე სკოლასთან, გამოცდის გამო. რომ ჩამოვიარეთ, ქუჩის ბოლოს მდგარ ეკიპაჟთან გოგომ მოირბინა და შორიდანვე ყვიროდა, ჩავაბარეო მეგონა, მშობელი ან ვინმე ელოდებოდა, თურმე, ეკიპაჟს ეძახდა, მოვიდა და სხვები აღმოჩნდნენ, სახე მოეჟამა, შეიცვალეთო? დილით ტრანსპორტის გამო დაგვიანებია, მარშუტკამ არ გამიჩერაო, უყვებოდა, ქუჩის მეორე მხრიდან დამინახეს და მოაბრუნეს მანქანაო, მოკლედ, გამოცდაზე წინა ეკიპაჟს მოუყვანია, გეხვეწებით, მადლობა გადაეცითო, ახლებს ეხვეწებოდა განა რამე, რომ გაგიხარდება რაღაცნაირად, რა მოკლედ, ჩააბარა.

 

Загрузка...