Загрузка...

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

“მაინც რომ იცოდეთ, ვინ ვინ არის, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა.

Загрузка...

ჯაბა იოსელიანი _”სამი განზომილება” გვ.360…”ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლისთვის შექმნილ “საგანგებო კომიტეტის შემადგენლობისთვის რასაკვირველია გამოვრიცხე საბჭოთა ნომენკლატურული მოდელი. წევრებად შევიყვანე: გია ჭანტურია, გოგა ხაინდრავა, გია ჟორჟოლიანი, მთავრობის სახლთან დახეიბრებული ინტელექტუალი, ყოფილი გვარდეილი კახა გველესიანი, დავით მაღრაძე, ძალოავნი სტრუქტურის მინისტრები: გია ყარყარაშვილი, ავთნდილ იოსელიანი, ირაკლი ბათიაშვილი, შევარდნაძის აპარატის ხელმძღვანელი ვაჟა ლორთქიფანიძე.
თბილისში გამოვაცხადეთ კომენდანტის საათი. კომენდანტად დავნიშნე ზაზა ჩაჩუა….

სანამ უშუალოდ გავიხსენებთ 1991-92-93 წწ. ამბებს თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჩვენს ქვეყანაში და ვინ იყვნენ მთავარი იდეოლოგ-დამგეგმავები და აღმსრულებლები ამ უბინძურესი აქტისა, მანამდე ამ ვაიქართველთა ფრაზებით “დავტკბეთ”:
გაზეთი “იბერია-სპექტრი” (21-27 მაისი 1992 წელი): “გაფრთხილება: ყველა უკანონო მიტინგი იქნება დარბეული, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს ტყვიას ვესვრით”. ჯაბა იოსელიანი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” (# 1, 1992 წლის იანვარი), საუბრობენ კიტოვანი და იოსელიანი: “-სიკვდილი თქვენ, ხელისუფლება – ჩვენ!”
გაზეთი “აღდგომა” (#2 1992 წლის 3.10), ჯაბა იოსელიანი: “მეგრელები უნდა ამოწყვიტო და ამ მიწაზე სხვები დაასახლო”. იოსელიანი ინტერვიუს აძლევს არკადი დუბინოვს – 1992 წ. (სიტყვა შეასრულა–ააოხრა კიდეც… ახლა, მოვალეობამოხდილი, მშვიდად განისვენებს დიდუბის პანთეონში)
გაზეთი “დრო”(#45, 1997 წ.), მამუკა გიორგაძე: “ვინ თქვა, რომ ედპ-ს წევრები დეკემბერ-იანვარში არ ომობდნენ.”
“ჩვენ ვართ მე-20 საუკუნის ქართველი მაძინისტები, ვიცით, რომ ვივლით მხოლოდ პოლიტიკური გზით და შეცდომას ვერ დავუშვებთ, იმიტომ რომ მართალნი ვართ ღვთისა და ერის წინაშე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია არ თამაშობს ხალხის გრძნობებზე. ჩვენ ბრბოს ვაქცევთ ხალხად…”(გ. ჭანტურია, გაზეთი “ლიტერატურული საქართველო”, 18.X.89წ.
1992წ. 20-26 აგვისტო, გაზეთი “იბერია-სპექტრი”:
ნოდარ ლომოური:”დღეს საკითხი ასე უნდა დაისვას : “ბანდიტები საბოლოოდ უნდა განადგურდნენ.”
ლუიზა შაკიაშვილი: “მოგიწოდებთ ყველას გვერდში ამოგვიდგეთ… დრო აღარ ითმენს, სატანას ცეცხლითა და მახვილით უნდა გავუსწორდეთ.”
ელდარ შენგელაია: “ბანდიტები უნდა მოშორდნენ საქართველოს, როგორც შავი ჭირი”.
მზექალა შანიძე: “ისინი უნდა მოისპონ, როგორც კუთხეში მომწყვდეული ვირთხები”.
ირინა სარიშვილი: “დღეს ის ვითარებაა, როდესაც ყველა აღშფოთებულია და მომხრეა, რომ ეს ბანდიტური ჯგუფები საბოლოოდ აილაგმოს.”
ბანდიტურ ჯგუფებში გულისხმობენ “დემოკრატები” მოსახლეობის 87%-ს!
“სარიშვილს გამართლებულად მიაჩნია მიტინგების დარბევა, ვინაიდან ის დესტაბილიზაციის მთავარი წყაროა, მისი თქმით “ვინც დასარბევია, უნდა დაირბეს”. ( გაზ. “7 დღე” 16-22 აპრილი, 1993წ. #14)
ელდარ შენგელაია: “თქვენ ახალგაზრდები ხართ და თქვენ ვიღაც ძალიან ცუდ გზაზე გკრავთ და გამოდით რომ.. სადაც ზვიადი გავუშვით, იქ გაგიშვებთ თქვენც.. გამოდით ქუჩაში… გამოვალთ ქუჩაში – რომ ყვირიხართ, გამოდით ქუჩაში.. გვაშინებთ?.” (გაზეთი “სტუდენტური პაემანი” #9(14) 05.12.1996).
ირაკლი წერეთელი: “ზვიად გამსახურდიას განთავისუფლებული საქართველო ჩვენ არ გვინდა.” (გაზ. “თვალთაი”, 22-28 ნოემბერი, 1996 წ.)
აი, კიდევ რას აცხადებს გიორგი ჭანტურია (გაზ.”ქართული ქრონიკა”,VIII.90): “ჩვენ დუმილი არ ძალგვიძს მხოლოდ იმის გამო, რომ ვხედავთ: შევარდნაძე-გამსახურდიას ალიანსმა საქართველო შესაძლოა დაღუპვამდე მიიყვანოს… რაც შემეხება მე, ღმერთია მოწამე და ჩემი მეგობრები, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ საერთოდ ვაპირებ აქტიური პოლიტიკისათვის თავის დანებებას.”
დღეს უკვე ყველამ იცის, ვინც იყო და არის ალიანსში შევარდნაძესთან.
ახლა, რას ბრძანებს ჯანსუღ ჩარკვიანი: “სწორედ აქ მინდა ვთქვა: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს ხაზი ემთხვევა გარდაქმნის დევიზს, ნათქვამია: “მეტი სოციალიზმი, მეტი საჯაროობა, მეტი სინათლე, სწორედ ამ სინათლით ცდილობს რესპუბლიკა თავისი სიტყვის თქმას ერთა დიდ საძმოში.”
(ჯ. ჩარკვიანი,”კომუნისტი”,23.I88).
რა სიტყვაც თქვეს, ყველას კარგად მოეხსენება.
ისევ ჩარკვიანი: “მე მაქვს იმის უფლება, რომ არ მომწონდეს ზვიად გამსახურდიას საქართველო.”
(ჯ.ჩარკვიანი, “განათლება”, 25.IX.91 წ.)
რა თქმა უნდა არ მოსწონდა, მას ხომ ერთა დიდ საძმოში უნდოდა დარჩენა!
ირაკლი შენგელაია: “ამ ეტაპზე, მიუხედავად პროგრამული განსხვავებისა, აზრთა პლურალიზმისა და პოზიციის, მოხდა გარკვეული შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის. ჩვენი მთავარი მიზანია პრეზიდენტის გადადგომა.” (“განათლება”, 18.IX/90).
კარგი. თუ მათ არ მოსწონდათ პრეზიდენტი, დაეტოვებინათ კანონიერი მთავრობა, კანონიერი უზენაესი საბჭო, მაგრამ საქმეც ესაა,. მათ უნდა მოესპოთ საქართველოს 1991 წლის 9 აპრილს აღდგენილი დამოუკიდებლობა.
ელდარ შენგელაია: “ჩემი აზრით, ოპოზიციას უნდა ეყოს გონიერება, რომ დღევანდელი მდგომარეობა შევინარჩუნოთ. გარკვეული დაპირისპირების არსებობა აუცილებელია…”
(“დრონი”, 4.X.91).
ირაკლი წერეთელი: “პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ მტკიცე გადაწყვეტილება, გვარდიელებსა და ნებისმიერ შეიარაღებულ ძალას უნდა მოუწოდონ, რომ გამსახურდია იარაღის ძალით იქნეს გადაყენებული…მე და ჩემს პარტიას მიღებული გვაქვს ასეთი გადაწყვეტილება _ ან ჩვენ ვიქნებით საქართველოში ან გამსახურდია იქნება, ან ჩვენ დავიხოცებით, ან ის, რადაც უნდა დაჯდეს ეს… ჩემი აზრით, ეს არის აუცილებელი, რომ გამსახურდია იქნეს ჩამოგდებული. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
(“სოფლის ცხოვრება”, 25.IX.91).
“პრეზიდენტის მმართველობის დღეები დათვლილია.”
(ირ.სარიშვილი, დრონი,27.X.91).
მამუკა გიორგაძე: ვინ თქვა, რომ “ედპ”-ს წევრები დეკემბერ-იანვარში არ ომობდნენ?”
_კითხულობს გიორგაძე. (გაზ. “დრო”, #45, 1997წ.)…
და კვლავ რ. მიშველაძე: “ბ-ნი ედუარდი მართალი იყო იმაში, რომ რამდენიმე ინტელიგენტმა მართლაც აიღო ხელში იარაღი.” (გაზ.,”დრო”,#40,1997).
თამაზ კვაჭანტირაძე: “საარჩევნო კომპანიის დროს განვაცხადე: მე არ ვიბრძვი პრეზიდენტობისათვის, მე ვებრძვი პრეზიდენტობას.”
(“ახალგაზრდა ივერიელი”, 28.IX.91).
ვალერიან ადვაძე: “მე და ჩემმა კოლეგებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ დიდხანს ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო სხვა კანდიდატი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, ვერ გავიდოდით… მაინც უნდა დავპირისპირებოდით, არა მარტო მე, არამედ რაც შეიძლება მეტი კანდიდატი მაინც, რათა რაც შეიძლება მეტი პროცენტი წაგვერთმია მისთვის…”
(“ახალგაზრდა ივერიელი”, 28.IX.91).
თენგიზ სიგუა: “თქვენ ეჭვი გამოთქვით, რომ გამსახურდია ალიანსში იყო პუტჩისტებთან _ მე ამას არ ვამტკიცებ, მტკიცებას საბუთი უნდა. ამიტომაცაა, რომ ჩვენ დღემდე ოფიციალურად არ დაგვიწერია ეს ვერსია. ველოდებით იანაევის ოქმის გამოქვეყნებას.”

წყარო: digest.pia.ge

Загрузка...