Загрузка...

ადამიანების, რომლებიც ბავშვობაში დედებისგან ფიზიკურ თუ მორალურ შეურაცხყოფას განიცდიდნენ და ამან მთელ მათ ცხოვრბას კვალი დაამჩნია. ეს მათი გულწრფელი აღიარებებია:

“სამწუხაროდ, მიცემია ბავშვი, მადლობა ღმერთს არა ძალიან და გამეტებით, მაგრამ ყოველთვის ძალიან მწარედ მინანია ამის გამო. ცემა არის ძალიან გაუმართლებელი და მიუღებელი, ამით ვერანაირ დადებით შედეგს ვერ მივიღებთ, უფრო პირიქით.
მეც ვუცემივარ დედას ბავშვობაში და კარგად მახსოვს, იმ წუთას როგორ მეზიზღებოდა იგი იმ ტკივილისა და შეურაცხყოფისათვის, რასაც მაყენებდა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ თავადაც ვეზიზღებოდი, რადგან ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ადამიანს, რომელსაც ვუყვარდი, ასე გავემეტებინე. იგი მამაზე იყო გაბრაზებული, არ მოსწონდა მისი საქციელი და აშკარა იყო, რომ მის ჯავრს შვილებზე იყრიდა. იმ დროს ძალიან ვნატრობდი, რომ მოვმკვდარიყავი, რადგან ვფიქრობდი ამის შემდეგ სინდისის ქეჯნას იგრძნობდა დედა და დაიტანჯებოდა და სწორედ ეს იქნებოდა ჩემი შურისძიება.

Загрузка...

ამ დროს ძალიან კარგად ვსწავლობდი და ძალიან მორჩილი ბავშვიც ვიყავი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი აშავებს რაღაცას და ცემის მიზეზის პოვნაც არაა ძნელი. მაშინ დედას ეგონა, რომ მისი მეთოდი ამართლებდა, რადგან ცემას მოსდევდა იმ შეცდომის გამოსწორება, თუმცა ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა ჩემს გულში, რადგან არასოდეს უკითხავს რა მაწუხებდა. ამ ყველაფრის შედეგს დღეს ვიმკით ისიც და მეც – დედას უკვირს, რა დაემართა იმ ჭკვიან, საყვარელ გოგოს, რატომ გახდა მის მიმართ გულგრილი; მე კი რამდენჯერაც ბავშვებზე გავბრაზდები, დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ ცემა-ტყეპისგან თავი შევიკავო.
დედობა მხოლოდ ბავშვის გაჩენა არაა, ესაა უდიდესი პასუხისგებლობა, ჩვენ გვევალება სწორად აღვზარდოთ ჩვენთვის მობარებული უმანკო არსებები. ყველა დედას, თქვენც და ჩემს თავსაც ვუსურვებ ღირსეულად შეგვესრულებინოს ეს ყველაზე რთული მოვალეობა”.
მანო

“მე სულ მცემდა დედა ხელით, ჯოხით, ცოცხის ტარით – რაც შეხვდებოდა, იმით. ჩემ უფროსს შვილს ვცემ ხოლმე, სხვაგვარად არ ესმის, გოგოს კი ალბათ ბევრსაც ვუთმობ, რადგან მეც გოგო ვარ და ჩემს მაგალითზე არ შემიძლია. არ ვცემ კი არა, დაყვირებაც არ შემიძლია… მეშინია… მე რომ მცემდა დედაჩემი, ახლა ქმარი მცემს და ვიტან… არ მინდა ჩემმა გოგომაც იგივე გაიმეოროს, ამიტომ თითს არ ვადებ ზედმეტად”.
გვანცა

“28 წლის გოგო ვარ და ახლაც მტკივნეულად მახსენდება დედის ცემა, თავიდან საჭმლის გამო, მერე არ დაჯერების გამო, მერე კი ნებისმიერი მიზეზის გამო, მხოლოდ იმიტომ რომ რთულ ცხოვრებაზე გამწარებულს თავის კონტროლი არ შეეძლ. მიყვარს დედაჩემი, მან ყველაფერი გააკეთა შვილების გამო, მაგრამ დღემდე მის ხელებს რომ ვხედავ ცემა მახსენდება, ცემიდან დიდი ხანი “დედას” ვერ ვეძახდი, ამისთვის დრო მჭირდებოდა, არ ვთვლიდი ამ სიტყვის ღირსად. ემოციური ადამიანი ვარ და ამ ყვლაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემს ნერვებსა და ხასიათზე. ახლა სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ და მხლოდ ამის შემდეგ გავიგე რა არის სიმშვიდე, იმდენად მეშინია ისევ სკანდალების და არეულობის რომ ადამიანების ჩემს ცხოვრებაში შემოშვების სურვილი არ მაქვს.”

“დედაჩემმა იმდენად დამაკომპლექსა ყველანაირად, ქვეყანაც გამოვიცვალე, მეგობრებიც, მაგრამ ამ კომპლექსს თავი ვერ დავაღწიე. მეგობრებბს მიძაგებდა, რასს გვანან ან რა ნიშნებზე სწავლობენო… არავის მაყვანინებდა სახლში, არც მე მიშვებდა. გაბრაზებული ისეთი უშვერი სიტყვებით მლანძღავდა, ქუჩის ქალს ახლაც არ აკადრებენ კაცები. როგორი დებილი და მოუხერხებელი ვარ, ლაპარაკი არ ვიცი და ა.შ.
ახლაც მაწუხებსს ეს კომპლექსი, ზრდასრული ქალი სახლში ვარ დამწყვდეული, როგორც დედას ვყავდი. ხალხთან კონტაქტს ვერიდები. არც არავისთან მინდა სტუმრად მისვლა, ძალით მივყავარ ოჯახს, რომ მასპინძელმა შეურაცხყოფად არ მიიღოს. სახლშიც იშვიათად ვიწვევთ ხალხს. ჩემი თავი აღარ მეცოდება, ბავშვბი მეცოდებიან და დედაჩემზე ისე ვარ გაღიზიანებული, საკუთარი თავი მეჯავრება. ხალხისს მრცხვენია, თორემ მოკითხვითაც არ მინდა მოვიკითხო”.
დაკომპლექსებული

“გვანცა, შევძრწუნდი, შენი ნაწერი რომ წავიკითხე. ჩემი ბავშობა გამახსენდა. გამახსენდა, მამაზე გაბრაზებული დედა ჯავრს ჩემზე როგორ იყრიდა. მე ეს გავიაზრე და შევეწინააღმდეგე. დავუწყე ენის შებრუნება და სიმართლეც ბევრჯერ ვუთხარი, თუ რა იყო მიზეზი. ზოგჯერ უფრო მეტად ვუცემივარ ამის გამო და ზოგჯერაც უბრალოდ გამეცალა. კაცთანაც ასეთი ურთიერთობა დამჩემდა, მაშინვე თუ არ ვეტყვი სიმართლეს, ცოტა ხნის მერე მაინც ველაპარკები მის შეცდომებზე ისე, რომ თავმოყვარეობა არ შევულახო და ბოდიშიც მოვახდევინო. ბავშვებისთვის მეუღლეზე გაბრაზებულს ბევრჯერ დამიყვირია, მაგრამ უცბად დედაჩემი მახსენდება და კიდევ უფრო ვბრაზდები არა მათზე, არამედ ჩემს თავზე. ბოდიშებსაც ვუხდი მათ და ისიც კი ვუთხარი ერთხელ, რომ ჩემი ღრიალით ჩემ თავზე უფრო ვარ გაბრაზებული.
ისეთ ქმართან ნუ იცხოვრებთ, რომელიც გცემთ. ოქროსი რომ ჰქონდეს, მაინც. არ ღირს, თქვენი შვილებიც ეგუებოდნენ ძალადობას. ნურც ხშირად ეჩხუბებით ბავშვებს, თორემ ბიჭს ცოლი დაჩაგრავს, გოგოს – ქმარი. ან ვინც ერთ თბილ და ალერსიან სიტყვას ეტყვის, მათ მიეკედლებიან… ასწავლეთ შვილებს თავის დაცვაც და თქვენი შეცდომების არეკვლის უნარი”.
თამარი

Загрузка...