Загрузка...

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ერთ-ერთი იდეა, მოქალაქე გიორგი ხავთასს ეკუთვნის და თბილისის ქუჩებში მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვები აპარატების დამონატაჟებას ითვალისიწნებს.

იდეის ავტორის განმარტებით, არსებობს დანადგარი, რომელიც უპატრონო ცხოველებისთვის საკვებს გამოიმუშავებს. კერძოდ, დანადგარში ჩაიყრება პროდუქტების ნარჩენები და მის ქვემოთ ჩამოიყრება ცხოველისთვის სპეციალური საჭმელი. საკვების გარდა აპარატით, წყლის დალევაც შეეძლებათ.

Загрузка...

იდეის ავტორი ამბობს, რომ ეს ხელს შეუწყობს არამხოლოდ ცხოველების გამოკვებას, არამედ ქალაქის დასუფთავებასაც შეუწყობს ხელს. მოქალაქეებს ექნებათ მოტივაცია, არ დაანაგვიანონ თბილისის ქუჩები და ჩააგდონ ნარჩენები ასეთ დანადგარებში.

როგორც imedinews-ს მერიაში აცნობეს, იდეა მოწონებულია და პროექტის დამუშავება შესაბამისს სამსახურს დაევალა. მერიაში ამბობენ, რომ ე.წ. ქუჩის ცხოველების გამოსაკვები აპარატები თბილისის ქუჩებში წლის ბოლომდე დაიდგმება.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 187 მიმდინარე, 189 დაბლოკილი, 11 იდეა განხილვის პროცესშია, 2 შეთანხმებულია.

Загрузка...