Загрузка...

ლილე სამხარაძე ორი შვილის დედაა, რომელიც მესამე ბავშვს ელოდებოდა და მისივე თქმით, ექიმების მხრიდან გამოჩენილი  უყურადღებობის გამო, ორსულობის მერვე თვეში მისი ნაყოფი მკვდარი დაიბადა. მან სოციალურ ქსელში დაწერა თავისი ტრაგედიის შესახებ, მოგვიანებით კი ჩვენც გვიამბო.

ლილე სამხარაძე:
– ქუთაისში ხონელიძის კლინიკაში დავდიოდი კონსულტაციაზე ამ კლინიკის ცნობილ გინეკოლოგთან. აქებენ, როგორც პროფესიონალს. თუმცა უზარმაზარი რიგების ფონზე, სხვა ორსულებს და მეც მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სათანადოდ არ იყო ყურადღება. ანალიზებით მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა ვუჩიოდი შეშუპებას და მაღალი წნევითაც შევედი ერთხელ. გამიკეთეს ექო, მომცეს დამწევი და გამომიშვეს. მეორე ვიზიტისას იგივე კითხვა დავსვი, თუ არ მქონდა ცილები და ყველაფერი კარგად იყო, რატომ ვმძიმდებოდი. არანაირი რეაგირება ისევ და დამიბარეს უკვე 2 კვირაში, 36-ე კვირაზე… რაც მთავარია, ექიმმა იცოდა, რომ მყავს 2 შვილი, რომლებიც დაიბადნენ 8-თვიანები და ვაფრთხილებდი, საშიშროება იყო, მესამე მშობიარობაც ამ ვადაზე დამწყებოდა.

Загрузка...

35-ე კვირას, 19 აგვისტოს დამეწყო მშობიარობა. დავრეკე ექიმთან, არ მიპასუხა – შვებულებაში იყო… მერე დავრეკე სასწრაფოში და სასწრაფომ გვირჩია კლინიკაში წასვლა. მეუღლემ წამიყვანა ხონელიძის კლინიკაში, უკვე ძალიან შეუძლოდ გახლდით. ხონელიძეში ნახეს, რომ ბავშვის გულისცემა აღარ ისმოდა და მორიგე ექიმმა უარი განაცხადა მშობიარობის მიღებაზე.

გაგვიშვეს 1-ელ კლინიკურში, სადაც მისვლიდან 20 წუთში გაჩნდა დაღუპული ბავშვი…
ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი უყურადღებობა იყო, დროულად და სათანადოდ რომ მიექციათ ყურადღება ორსულობის მიმდინარეობისთვის, ასეთი შედეგი არ დადგებოდა… ექიმს თუ აღარ აქვს რესურსი, რომ თავისი საქმე აკეთოს, ხელფასის გამო არ უნდა ჰყავდეს  პაციენტების არმია. სანამ ეს ადამიანი შვებულებაშია დღესაც, მე და ჩემი ოჯახი გავნადგურდით ვითარებაში გასარკვევად ხონელიძის კლინიკას მივმართეთ და მომხდარზე კომენტარი ვთხოვეთ, თუმცა ჯერჯერობით მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Загрузка...