Загрузка...

გადაცემა “პრაიმ შოუში” წითელყელსახვევიანი ეკა კახიანის, ნინი ბადურაშვილისა და ლიზა ყენიას მიერ შესრულებულ “ანტოშკას” “ფეისბუქის” მომხმარებლებში დიდი გაღიზიანება მოჰყვა.
გადაცემა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 25 ივლისს გავიდა, თუმცა სოციალურ ქსელში მღელვარება არ ცხრება.
ფეისბუკმომხარებლები გადაცემის პროდიუსერებს, მომღერლებს ახსენებენ, რომ 8 აგვისტოს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებიდან და ქართველი ჯარისკაცების, მოსახლეობის დახოცვიდან, 10 წელი გადის. სოცაილურ ქსელში წერენ, რომ ომიდან 10-წლისთავზე მსგავსი გადაცემები და “კომუნიზმის ნოსტალგია”, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია, სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია. სოციალურ ქსელში გადაცემისგან ბოდიშის მოხდასაც ითხოვენ.

მზიური | ანტოშკა

• მზიური | ანტოშკა

Gepostet von პრაიმშოუ • PrimeShow am Mittwoch, 25. Juli 2018

Загрузка...

 

Загрузка...