Загрузка...

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ლიბერთი ბანკის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს, ჰოლანდიაში სასამართლო დავა მოუგო.

ამის შესახებ კურიერთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

Загрузка...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატს სასამართლოდან აცნობეს, რომ რუხაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ლიბერთი ბანკის მფლობელმა მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიის სასამართლოში მისი საჯარო განცხადებების გამო უჩივლა.

საქმე ეხება ბანკების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ირაკლი რუხაძე და ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებასა და მოსახლეობის ინტერესების დაზარალებაში დაადანაშაულა.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკური დებატების ფორმატში ჯდებოდა და ირაკლი რუხაძეს ამით ზიანი არ მიადგა.

„ამათ ეგონათ, რომ ჰოლანდიის სასამართლო არის ბიძინას სასამართლოსავით, არის იმ სასამართლოსავით, რომელმაც ორი ყალბი განაჩენი გამომიტანა და მესამე გამოაქვს ახლა. ამათ ეგონათ, რომ აქაც ფულით იყიდება ყველაფერი. ჰოლანდიის მოსამართლეს დასჭირდა ერთი სხდომა, რომ ყველაფერზე ეთქვა უარი მათთვის, ყველაფერში გარკვეულიყო უცებ. საქართველოში როცა იქნება სამართლიანი სასამართლო, ერთი სხდომაც დასჭირდება, ყვლაფერი დადგენა თავის ადგილას. ეს არის განსხვავება ივანიშვილის სამართალსა და ნამდვილ ევროპულ სამართალს შორის. ეს არის მწარე გაკვეთილი ბიძინასთვის. ბიძინას ევროპაში ელის ევროპაში სასამართლო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Загрузка...