Загрузка...

26 წლის ვარ. ერ­თი შვი­ლი მყავს – 3 წლის თა­მა­რი. ბა­ნა­ლუ­რად და­ვიწ­ყებ: სიყ­ვა­რუ­ლით გავ­თხოვ­დი. მე და ჩემ­მა ქმარ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ორი­ვეს დე­და გვყავ­და ავად და ერთ პა­ლა­ტა­ში იწ­ვნენ. 

რამ­დენ­ჯერ­მე ერ­თდრო­უ­ლად მოგ­ვი­წია მის­ვლამ, უკან კი მას მოვ­ყავ­დი ხოლ­მე თა­ვი­სი მან­ქა­ნით. ღა­მით ხში­რად ვრჩე­ბო­დი დე­დას­თან და მის დე­და­საც ვუვ­ლი­დი. მოკ­ლედ, სა­დე­დამ­თი­ლო­საც მო­ვე­წო­ნე და ლა­შა­საც გულ­ში ჩა­ვუ­ვარ­დი. დე­დე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან რომ გა­მო­ვიდ­ნენ, იმის შემ­დეგ უთი­ერ­თო­ბა გა­ვაგ­რძე­ლეთ და რამ­დე­ნი­მე თვეში დავ­ქორ­წინ­დით კი­დეც. დი­დი ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ, უამ­რა­ვი სტუ­მა­რი გვყავ­და. მეჯ­ვა­რედ კი ჩე­მი და­ქა­ლი – ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი დავ­პა­ტი­ჟე, რო­მე­ლიც 6 წე­ლი საზ­ღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობ­და. თა­ვი­დან მით­ხრა, ვერ მო­ვა­ხერ­ხებ ჩა­მოს­ვლას, რად­გან შე­სა­ბა­მი­სი სახ­სრე­ბი არ მაქ­ვსო, მაგ­რამ ისე მინ­დო­და, რომ ჩე­მი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი ყო­ფი­ლი­ყო მეჯ­ვა­რე, ჩემ­მა ქმარ­მა მით­ხრა, ჩა­მო­ვი­დეს და მგზავ­რო­ბის ხარ­ჯებს მე ავუ­ნაზ­ღა­უ­რე­ბო.
მა­კას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა და მა­ლე გვეწ­ვია კი­დეც – ქორ­წი­ლამ­დე 2 კვი­რით ად­რე დაგ­ვად­გა თავ­ზე. რო­დე­საც ჩე­მი ქმა­რი გა­იც­ნო, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა. ლა­მის მთე­ლი თვე, სა­ნამ უკან გა­ემ­გზავ­რე­ბო­და, ჩვენ­თან ცხოვ­რობ­და. თა­ვი­დან რე­აქ­ცია არ მქო­ნია, მაგ­რამ მე­რე შევ­ნიშ­ნე, რომ ლა­შას ხან ყურ­ში ეჩურ­ჩუ­ლე­ბო­და, ხან ისეთ თე­მა­ზე წა­მო­­იწ­ყებ­და ლა­პა­რაკს, რომ მის მა­გივ­რად ვწით­ლდე­ბო­დი. ხან­და­ხან კი მთე­ლი ღა­მით აი­ვან­ზე დაჯ­დე­ბო­და, ჩემს ქმარს გვე­რდით მო­ის­ვამ­და და და­სა­ძი­ნებ­ლა­დაც კი არ უშ­ვებ­და. ამის გა­მო ვბრა­ზობ­დი, მაგ­რამ თავს ვი­კა­ვებ­დი და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ხმა­მაღ­ლა არ გა­მოვ­ხა­ტავ­დი. ქორ­წილ­მა ისე ჩა­ი­ა­რა, რომ თით­ქმის არც გა­მი­ღი­მია, რად­გან წი­ნა ღა­მით ლა­შამ და მა­კამ აი­ვან­ზე გა­ა­თე­ნეს და იმ­დე­ნი ლუ­დი და­ლი­ეს, 5 კაცს გა­უ­ჭირ­დე­ბო­და მო­რე­ვა. მე კი პროტეს­ტის ნიშ­ნად ოთახ­ში ვი­ყა­ვი შე­კე­ტი­ლი და ლა­შას ვუ­მე­სი­ჯებ­დი, დროა, და­ი­ძი­ნო-მეთ­ქი. ის კი პა­სუხ­საც არ მიბ­რუ­ნებ­და.

Загрузка...

მოკ­ლედ, ასე უღიმ­ღა­მოდ ჩა­ი­ა­რა ქორ­წილ­მა და კი­დევ ორ­მა კვი­რამ და მა­კა წა­ვი­და. ამო­ვი­სუნ­თქე ცო­ტა, მაგ­რამ შემ­დეგ და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ სკა­ი­პით ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ამას ჩემ­გან მა­ლუ­ლად არ აკე­თებ­დნენ, მა­კას მე­გობ­რუ­ლი “ეჭი­რა” და ისე იქ­ცე­ო­და, თით­ქოს ლა­შას, რო­გორც მე­გობ­რის ქმარს, ისე ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და. მო­ვი­და შემ­დე­გი ზაფ­ხუ­ლი. ამ დრო­ის­თვის 4 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი და ჩე­მი დე­დამ­თი­ლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მოთ­ხოვ­ნით, მას­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვე­დი. მა­კამ შე­მატ­ყო­ბი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­პი­რებ ჩა­მოს­ვლას და აუ­ცი­ლებ­ლად გი­ნა­ხუ­ლე­ბო. არ მე­სი­ა­მოვ­ნა, მაგ­რამ რას ვი­ზამ­დი? ლა­შამ ჩა­მო­იყ­ვა­ნა აგარაკზე და რამ­დე­ნი­მე დღით თვი­თო­ნაც დარ­ჩა. უკა­ნაც ერ­თად წა­ვიდ­ნენ.

გულ­მა არ მო­მით­მი­ნა, ტაქ­სი და­ვი­ქი­რა­ვე და გავ­ყე­ვი. ბორ­ჯომ­ში ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში შე­ვიდ­ნენ და ისა­დი­ლეს. იქი­დან გა­მო­სუ­ლებს რომ შევ­ხე­დე, ლა­მის გუ­ლი გა­მის­კდა. ლა­შას მა­კას­თვის წელ­ზე ჰქონ­და ხე­ლი შემოხ­ვე­უ­ლი და სი­ცილ-სი­ცი­ლით მო­დი­ოდ­ნენ. თა­ვი შე­ვი­კა­ვე, არ გა­მოვ­ჩნდი, რად­გან საკ­მა­რი­სი “სამ­ხი­ლი” არ მქონ­და – შე­ეძ­ლოთ, მე­გობ­რო­ბით ემარ­თლე­ბი­ნათ თა­ვი და ისევ უკან გავ­ყე­ვი. ლა­შამ მა­კა ჩვენ­თან, სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა. ცო­ტა ხანს ვად­რო­ვე, შემ­დეგ კა­რი ჩე­მი გა­სა­ღე­ბით გა­ვა­ღე და პირ­და­პირ სა­ძი­ნე­ბელ­ში, სა­წოლ­ში და­ვა­დე­ქი თავ­ზე. უნ­და გე­ნა­ხათ, რა ამ­ბა­ვი ატ­ყდა. რა თქმა უნ­და, ჩე­მი გა­მო­ჩე­ნა მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და შოკ­ში ჩაც­ვივ­დნენ. მა­კა ტი­რო­და და პა­ტი­ე­ბას მთხოვ­და. ში­ნი­დან გა­ვაგ­დე, მეც ავიკ­რი­ბე გუ­და-ნა­ბა­დი და წა­მო­ვე­დი. ლა­შას სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­ვუ­რიგ­დი, რო­ცა ჩვე­ნი შვი­ლი და­ი­ბა­და.

შე­საძ­ლოა, ეს ამ­ბა­ვი ბა­ნა­ლუ­რია და ბევრს ჰქო­ნია მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ მე ჩე­მი გუ­ლის ტკი­ვი­ლის შე­სა­ხებ მო­გი­ყე­ვით. ძალ­ზე მწყდე­ბა გუ­ლი, რომ ჩე­მი და მა­კას ურ­თი­ერ­თო­ბა ასე ცუ­დად დას­რულ­და, მაგ­რამ ღმერ­თმა ხომ იცის, რომ ჩე­მი ბრა­ლი არაა. პა­ტი­ვის­ცე­მით, მა­ი­კო.

Загрузка...