Загрузка...

იუტას შტატში ახალგაზრდა ცოლ-ქმარს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ისინი ბრალდებულნი არიან 3 წლის ქალიშვილის სიკვდილში, რომელიც გასულ წელს შიმშილით გარდაიცვალა. ამასთან, მათ სახლში აღმოჩენილია ვიდეო კადრები, სადაც დედა ბავშვის თვალწინ ჭამს კვერცხს და პატარას ეუბნება, რომ საჭმელს ვერ ეღირსება. ამ ყველაფერს კი მცირეწლოვანი გოგონას მამა იღებდა.

ანჯელინა კოსტელო 2017 წლის ივლისში გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან რამდენიმე საათში მშობლებმა პოლიციას დაურეკეს და განაცხადეს, რომ ბავშვი აღარ სუნთქავდა. ცხედრის დათვალიერების შემდეგ ექსპერტიზამ გარდაცვლილის ხელებსა და ფეხებზე ჩალურჯებები და წყლულები აღმოაჩინა. პოლიციამ 25 წლის მილერ კოსტელოსა და 23 წლის ბრენდა ემილს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლი წაუყენა.

Загрузка...

გამოძიების ვერსიით, 3 წლის ანჯელინას ცხოვრება მთლიანად წამებისა და სასტიკი მოპრყობისგან შედგებოდა. ამას სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები და ვიდეო კადრებიც მოწმობს, სადაც მშობლები აბუჩად იგდებენ გოგონას და დასცინიან.

სასამართლოზე გარდაცვლილი ბავშვის დედამ ისიც განაცხადა, რომ პოლიციის მოსვლამდე გოგონას ცხედარს ტონალური კრემი წაუსვა, თუმცა არ აღიარებს, რომ ეს სილურჯეების დასაფარად გააკეთა. მისი თქმით, ცხედარი ცუდად გამოიყურებოდა და ამიტომ იხმარა კოსმეტიკა. რაც შეეხება წაყენებულ ბრალს, არც ერთი მათგანი არ აღიარებს და გოგონას სიკვდილში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

Загрузка...