Загрузка...

მეტროთი მგზავრობისას, მატარებელში ყვირილი შემომესმა. ვაგონის მეორე ბოლოსკენ მივბრუნდი და ქართველების გარემოცვაში მყოფი ორი უცხოელი დავინახე. თმაგაშლილ ბიჭს თავისი პარტნიორი გოგონა და სხვა მგზავრები აკავებდნენ, – ის კი იგინებოდა და შუახნის მამაკაცისკენ იწევდა. მხარბეჭიანმა ტურისტმა დაბრკოლებები მალე დაძლია, მოწინააღმდეგემდე მიაღწია და ცხვირ-პირში ძლიერად დაარტყა. კაცი წაიქცა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა; სწრაფად გამოფხიზლდა, ჯერ რუსულად დაიწყო გინება, შემდეგ ქართულად. ვერცერთი რომ ვერ გააგებინა პოლიციით დაიმუქრა და იქაურობას გაეცალა.
“დაიმსახურე! შენ ცემის ღირსი ყოფილხარ!” – იძახდნენ ქალბატონები.
სიტუაციაში გარკვევა ვცადე, ნუ იტყვით და თურმე ნაცემმა, უცხოელის თანმხლებ გოგონას, რომელიც ლამაზ მოკლე კაბაში იყო გამოწყობილი, უკნიდან მობილურით ფოტო გადაუღო…
არ ვიცი ეს ამბავი სასაცილოა თუ სატირალი?!
ზოგადად, ტურისტი არის ჩვენი ქვეყნის სტუმარი და მას ისე უნდა ვექცეოდეთ, როგორც საკუთარი ოჯახის სტუმარს.

Загрузка...