Загрузка...

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, ქალაქ ქერჩში, კოლეჯში მომხდარ აფეთქებას საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მათი თქმით, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც კოლეჯის სასადილოში იყო დამონტაჟებული.

Kerchnettv-ის იუთუბის არხზე გამოქვეყნდა ქერჩის პოლიტქნიკური კოლეჯის დირექტორის ოლგა გრებენიკოვის კომენტარი – მან კოლეჯში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა და განაცხადა, რომ აფეთქებამდე შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნეს.

Загрузка...

„უამრავი გვამია, ბავშვები, ნამდვილი ტერაქტია, შევარდნენ, ჩემი წასვლიდან 5-10 წუთის შემდეგ, ააფეთქეს ჰოლი, დარბოდნენ და ისროდნენ ასაფეთქებლებს, აღებდნენ ოთახებს და კლავდნენ ყველას ვისაც პოულობდნენ, ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში“- აცხადებს კოლეჯის დირექტორი.

Загрузка...