Загрузка...

2015  წლის აპრილში  სასწრაფო  დახმარების  მანქანამ  უკრაინის  ერთ–ერთი  ქალაქის  დნიპროს  საავადმყოფოში  ორსული  გოგონა  გადაიყვანა.  ექიმები  უჩვეულოს  არაფერს  ელოდებოდნენ…  ამთ  ჯერ  არ  იცოდნენ,  რომ  უნიკალურ  შემთხვევასთან  ჰქონდათ  საქმე.
თავსატეხი  მალევე  გამოააშკარავდა,  25  წლის  ელენა  სედოვა  ორსულობის  მეშვიდე  თვეში  იყო  და  სამ  ტყუპს  ელოდებოდა.  2  ბავში  ზემოდან  იყო  ხოლო  მესამე  ქვემოდან.  ზემოდან  მყოფი  ორი  გოგონა  თავისი  წონით  ძლიერად  აწვებოდნენ  ქვემოთ  მყოფ  პატარა  დაიკოს.  რამდენიმე  დღის  განმავლობაში  ელენა  ძლიერ  ტკივილს  განიცდიდა  მუცლის ა რეში,  მაგრამ  იმედოვნებდა,  რომ  ბავშვები  ნაადრევად  არ  დაიბადებოდნენ.

მიუხედავად  ამისა  პატარა  ლიკერია  7  თვია  გაჩნდა.

Загрузка...

პატარა  სულ  რაღაც  950  გრამს  იწონიდა.  გოგონა  პირდაპირ  ინკუბატორში  გადაიყვანეს,  ექიმები  კი  შემდეგო  ორი  გოგონას  გასაჩენად  დარჩნენ,  მაგრამ  ყველას  გასაოცრად  ელენას  მუცელში  ტკივილები  მოეხსნა.

ექიმებს  ამ  დროს  დიდი  თავსატეხი  გაუჩნდათ,  როგორც  წესი  როდესაც  ტყუპები  იბადებიან  რამდენიმე  საათის  ინტერვალით  ექიმები  სტიმულატორებს  აძლევენ  ორსულს…  მაგრამ  ექიმებმა  გამოკვლევის  შემდეგ  ასეთი  გადაწყვეტილება  მიიღეს: ის  ორი  ტყუპი,  რომლებიც  მუცელში  იყვნენ  თავიანთ  ახალდაბადებულ  დასთან  შედარებით  ძალიან  პატარებ  იყვნენ,  ამიტომაც მათი  დაბადების  შემთხვევაში  დიდი  შანსი  იყო  იმისა,  რომ  ისინი  დაიღუპებოდნენ,  ამიტომაც  ექიმებმა  გადაწყვიტეს,  რომ  მოეცადათ.

ელენა  ძალიან  ერიდებოდა  განძრევასაც  კი,  მას  თავისი  ახალშობილი  ნანახიც  კი  არ  ჰყავდა,  მაგრამ  მაინც  ვერ  რისკავდა  ადგომას.  ექიმები  ქალს  ერთი  კვირა  დააცადეს,  შემდეგ  ორი,  სამი,  ერთი  თვე,  მაგრამ….  ექიმები  მთელს  მსოფლიოში  თავიანთ  კოლეგებს  რჩევას  სთხოვდნენ,  მაგრამ  მსგავსი  პრაქტიკა  არავის  აღმოაჩნდა…  საბოლოოდ  მაინც  2  თვე  მოუწიათ  მათ  ლოდინი,  სანამ  ელენა  9  თვის  ორსული  არ  გახდებოდა.

2  თვის  შემდეგ,  როდესაც  პატარა  ლიკერია  უკვე  1,5  კგ–ს  იწონიდა  ელენას  კვლავ  დაეწყო  ტკივილები  და მან  კვლავ   2  ულამაზესი  პატარა  გოგონა  გააჩინა,  ეს  ორი  ტყუპი  ჯანმრთელები  იყვნენ   –   ზლატა  და  სტეფანია.

ელენამ  კი  ბოლოსდაბოლოს  შეძლო  და  3  ტყუპი  მკერდზე დ აიწვინა.

დღეს  ეს  უნიკალური  ტყუპები  2,5  წლისები  არიან,  გოგონები  ერთმანეთზე  ჯანმრთელები  არიან  და  არც  წონის  პრობლემა  აქვთ,  სამივენი  თითქმის  ერთიდაიგივე  წონისები არიან.

Загрузка...