Загрузка...

ქეთი ხუციშვილი ქართველმა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. „ლუნამ“ მალევე შეძლო მაყურებლის გულის დაპყრობა. როგორი დედაა ქეთი და როგორ გაზარდა ერთადერთი ვაჟიშვილი მარტომ, მსახიობი თავად მოგიყვებათ.

– პირველი შვილი გოგონა მეყოლა, ულამაზესი ნინო, რომელმაც 3 თვემდე იცოცხლა და მერე დამტოვა. ეს საკმაოდ რთული გადასატანი იყო ჩემთვის. ამ ფაქტმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში…

Загрузка...

24 წლის ვიყავი, როცა გიორგი შემეძინა. როცა მომიყვანეს, ისეთ ემოციებში ჩავვარდი, სიხარულისგან წნევამ ამიწია. მთელი ცხრა თვე მოუთმენლად ველოდი, როდის შევხვდებოდი, როგორი იყო, რა ფერის თვალები ექნებოდა, როგორი თითები და ა.შ. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი განსაკუთრებული და ემოციური დღე იყო.

– როგორი ორსულობა გქონდათ?

– არაჩვეულებრივი ორსულობა მქონდა. მთელი ცხრა თვის განმავლობაში სულ დავდიოდი, არ გავჩერებულვარ.

– ბავშვის აღზრდაში ვინმე გეხმარებოდათ?

– აბსოლუტურად არავინ არ მეხმარებოდა. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს არ ჰქონდა ამის სურვილი, უბრალოდ მე არ ვაძლევდი არავის ამის საშუალებას. იმდენად სხვანაირად აღვიქვი ჩემი შვილი, რომ არც ძიძის, არც მშობლის დახმარება არ მინდოდა. ღამეები თითქმის არ მეძინა, მაგრამ ამის გამო არასოდეს ვწუწუნებდი. საოცარი განცდა დამეუფლა, როცა პირველი სიტყვა თქვა. ეს იყო ჩემი გარდაცვლილი დის, ლიკას სახელი. მაშინ რვა თვის იყო, გავგიჟდი, როგორ დაიძახა ეს სახელი. როცა წამოიზარდა, იმ პერიოდში ხშირად ვიყავი დედაჩემთან და მერე უკვე დედაც მეხმარებოდა.

mshoblebi

– მკაცრად ზრდიდით გიორგის?

– ზომიერად. არასოდეს არაფერში არ ვზღუდავდი. მამაჩემი ძალიან მკაცრი იყო და ძალიან ბევრ რამეში გვზღუდავდა. მიტომ არ მინდოდა, მეც ასე მოვქცეოდი ჩემს შვილს. ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტით ყველაფერზე თავს ვუქნევ და ყველაფერში ვეთანხმები, მაგრამ მაქსიმალურად, ზომიერების ფარგლებში ვაძლევ თავისუფლების საშუალებას. მეგობარიც ვარ და დედაც. ძალიან გაწონასწორებული ურთიერთობა გვაქვს.

– პირად საიდუმლოებებზე თუ გესაუბრებათ?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეგობრული ბავშვია, თავის პირადზე საუბარი არ უყვარს. იმდენად დახვეწილი ბავშვია (არ მინდა ზედმეტ ქებაში ჩამეთვალოს), რჩევების მიცემაც კი არ დამჭირვებია, ყველა საკითხს თავად ართმევს თავს და იღებს გადაწყვეტილებებს. მე დიდ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. არასოდეს არ ჩამიტარებია მისთვის ლექცია ზრდილობის, ან საზოგადოებაში ქცევის წესების შესახებ. ასეთი რამ არასოდეს არ დასჭირვებია.

 ძალიან რთულად გადააქვთ ბავშვებს გარდატეხის ასაკი. უჩნდებათ პროტესტის გრძნობა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. თქვენ როგორ გადალახეთ ეს ასაკი?

– გიორგი უკვე 16 წლის ხდება, მაგრამ ოდნავაც არ მიგრძვნია გარდატეხის ასაკის სირთულე. არანაირი პრობლემა არ გვქონია. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვია. ნაკლებად ემოციური დედისგან განსხვავებით. მე ძალიან ემოციური ვარ. ყველაფერს მძაფრად გამოვხატავ: სიხარულს, წყენას, უხასიათობას და ა.შ. როგორც დედა-შვილი ზოგჯერ ვკამათობთ, მაგრამ ამას არ ქონია სერიოზული სახე.

– თქვენ როგორი იყავით მის ასაკში?

– ძალიან თავისუფალი, თამამი და კომუნიკაბელური ვიყავი. მამაჩემს უთქვამს, ძნელად აღსაზრდელი ბავშვი იყავიო. შემეძლო ახალგაცნობილ ადამიანთან ისეთი ურთიერთობა გამება, თითქოს წლების ნაცნობები ვიყავი.

– თქვენს პერსონაჟს „ლუნას“ შვილები დატოვებული ჰყავს სოფელში, ბებიასთან და მისგან მოშორებით იზრდებიან ბავშვები. თქვენ, როგორ უყურებთ ამ საკითხს?

– არ არსებობს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. მშობიარობის დროს განცდილი ემოცია დღემდე მომყვება. ჩემთვის წარმოუდგენელია, ჩემი შვილი ჩემგან მოშორებით იზრდებოდეს. დარჩენით რჩება კიდეც, მაგრამ ხანგრძლივი ვადით ვერსად ვერ გავუშვებ. პატარაობისას არ მახსოვს სადმე დამეტოვებინოს. სადაც მივდიოდი, რესტორანი იყო, ქორწილი იყო თუ სხვა, ყველგან თან დამყავდა. მე ბედნიერებას მანიჭებდა ჩემს შვილთან ერთად სიარული. ეს არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა. სამსახურის დაწყება არ მინდოდა იმიტომ, რომ ბავშვი უნდა დამეტოვებინა ბაღში ან მშობლებთან.

– სწავლის გამო როდისმე მიგიციათ შენიშვნა ან საყვედური თუ გითქვამთ?

– არასოდეს. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, დაბალ ქულას მიიღებდა თუ მაღალს. ამის გამო მე ბავშვის ფსიქიკას ნამდვილად არ დავაზიანებ. არასდროს მსგავსი არაფერი არ ახსოვს ჩემს შვილს ჩემგან.

mshoblebi

– ისეთი გადაწყვეტილება რომ მიიღოს, რომელიც თქვენთვის მიუღებელია და კატეგორიულად არ ეთანხმებით, როგორ მოიქცევით?

– ძალიან რთული შეკითხვაა. ძალიან ვეცდები, რომ ჭეშმარიტება დავანახო, ვურჩიო, მაგრამ თუ მაინც საკუთარ აზრზე დარჩა, რაღას ვიზამ… ჩხუბით და დაძაბულობით უფრო გავამწვავებთ სიტუაციას. ამიტომ უკან დახევას ვამჯობინებ.

ჩემთვის მთავარი და უპირველესი მაინც ჩემი შვილის ჯანმრთელობაა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ბევრ დედას უნდა, წარმატებული, განათლებული შვილი ჰყავდეს, ჩააბაროს მაღალი დონის უნივერსიტეტში, ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამსახური, მოიყვანოს ლამაზი და ასევე წარმატებული ცოლი. ვიმეორებ, ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია. ჩემთვის მთავარია, ჩემი შვილი იყოს ჯანმრთელი…

Загрузка...